კოკა ყანდიაშვილის Facebook ქსელში ლევან რატიანის ყალბი ანგარიშიც იყო
Facebook-ის მიერ კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებულ წაშლილ ანგარიშებს შორის ლევან რატიანის სახელით შექმნილი ყალბი ანგარიშიც მოხვდა. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყალბი ანგარიშების შესაქმნელად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის იდენტობა გამოიყენეს, DFRLab-ის ანგარიშში კი დაზუსტებულია, რომ ეს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის სახელით შექმნილი ყალბი ანგარიში იყო.
DFRLab განმარტავს, რომ ლევან რატიანის სახელით შექმნილი ანგარიშის მიზანი ფართო აუდიტორიის მიზიდვა იყო, რადგან საქართველოში კორონავირუსით შექმნილი მდგომარეობის გამო, მხოლოდ რამდენიმე ექიმის გავრცელებულ ინფორმაციას ენდობიან. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ აუდიტორიის მიზიდვის შემთხვევაში, მოგვიანებით ამ ანგარიშს დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენებდნენ.
გარდა ამისა, DFRLab-ის ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილთან და მის მედია Espersona-სთან დაკავშირებულ ყალბ გვერდებს შორის მოხვდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ყალბი გვერდიც.
ფეისბუქმა კოორდინირებული არაავთენტური ქმედებების გამო Espersona-სთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პერსონალური ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამ–ანგარიში წაშალა. ამ გვერდებისა და კავშირების დასადგენად ფეისბუქი DFRLab-ის გამოძიების შედეგებს დაეყრდნო. როგორც DFRlab-ის კვლევაშია ნათქვამი, Espersona-სთან დაკავშირებული ანგარიშები, გვერდები და ჯგუფები აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას ემსახურებოდნენ. ზოგიერთი გვერდი ეკუთვნოდა წვრილ-წვრილ მედიასაშუალებებს, რომლებიც ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულები.
ესპერსონა კოკა ყანდიაშვილს ეკუთვნის. ის 2013 წლის აპრილიდან დეკემბრამდე საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ კი ქართული ოცნების მთავრობის კონსულტანტის პოზიციაზე გადავიდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. ფეისბუქმა ყანდიაშვილის პირადი პროფილიც წაშალა.
კოკა ყანდიაშვილის კავშირებზე დეზინფორმაციის გამავრცელებელ გვერდებთან აქამდეც საუბრობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები. ყანდიაშვილმა ეს კავშირები არაერთხელ უარყო.
DFRLab-ის განცხადებით, ფეისბუქმა ასევე წაშალა კოკა ყანდიაშვილის ყოფილი ცოლის, ნონა ყანდიაშვილის პერსონალური ანგარიში, რომელიც პრემიერმინისტრის პრეს სამსახურს 2012 წლიდან 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ კი საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა. ნონა ყანდიაშვილი ქართული ოცნების ერთ-ერთი შემომწირველიცაა.
DFRLab-ს ფეისბუქის მიერ წაშლილი (Espersona-სთან დაკავშირებული) 790 ერთეულიდან წვდომა 488-ზე ჰქონდა. ფეისბუქმა ერთმანეთთან დაკავშირებული გვერდები 4 თვის წინ, დეკემბერშიც წაშალა. ფეისბუქმა განაცხადა, რომ ეს გვერდები მარკეტინგულ კომპანია პანდას ეკუთვნოდა, რომელიც თავის მხრივ ქართულ ოცნებასთანაა დაკავშირებული.
ამავე თემაზე:
- Facebook-მა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული 80 გვერდი, 23 ანგარიში და 41 ჯგუფი წაშალა
- კოკა ყანდიაშვილი: როცა ტელევიზორში გაცხადდა, რომ კოკა ყანდიაშვილი არის ტროლების ფაბრიკის დირექტორი, შევეცადე გავრკვეულიყავი, რა არის ეს ტროლი და რა არის ბოტი.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები