კაი, [ვთქვათ] ყველაფერი სწორია, ერთი დადებითი არა გვაქ? რატო არ აშუქებენ? — მეუფე ანტონი
ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი ანტონი ყინწვისის მონასტრის მღვდლის დაკავების საქმეზე საუბრისას ამბობს, რომ საპატრიარქოს კარგ საქმეებს ვერავინ ხედავს. TV პირველთან საუბარში მიტროპოლიტი განმარტავს, რომ ეკლესია ჯანსაღი ორგანიზამია და პრობლემა, "რა თქმა უნდა, არის".
"ერთ ხელს, ერთ შეკვეთას ვხედავ — როგორც კომუნისტები ფიქრობდნენ, ხალხისათვის შეეზარათ ეკლესია, ასე ვფიქრობ, რომ ყველა მომართულია, შეაზარონ. მედია (თუმცა არიან გამონაკლისები), პოლიტიკური პარტიები, თეოლოგებიც კი თითქოს რაღაცაზე გულმოსულები არიან და ამას ანთხევენ. ერთი დადებითი არა გვაქ? კარგი, [ვთქვათ] ყველაფერი სწორია, დადებითი არა გვაქ? რატო არ აშუქებენ ეკლესიის დადებით მხარეებს", — ამბობს მეუფე ანტონი.
ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 27 აპრილს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასამართლომ სასულიერო პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 29 აპრილს შეუფარდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყინწვისის მონასტერში მოღვაწე მამა დავითმა ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი დაჭრა. თავად არქიმანდრიტი საბა ჟღენტი უარყოფდა, რომ იგი სასულიერო პირმა დაჭრა. მისი თქმით, დაჭრასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა და ამით "გულნატკენია".
ბოლო რამდენიმე თვეა, საპატრიარქოს მოქალაქეების ნაწილი კორონავირუსის გავრცელების რისკის ზრდის გამო აკრიტიკებს. კერძოდ, მართლმადიდებელ ეკლესიას რეკომენდაციების მიუხედავად არ შეუწყვიტავს წირვებისა და რელიგიური რიტუალების ჩატარება. მათ შორის, წირვებზე კვლავ ერთი კოვზით აზიარებენ მოქალაქეებს, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლების თქმით, ვირუსის გადატანის რისკებს შეიცავს.
19 აპრილს სააღდგომო ლიტურგია დიდ ტაძრებში კომენდანტის საათის დროს ჩატარდა, პატარა ტაძრებში კი მეორე დღეს, დილით. აღდგომის ღამეს მრევლი სამების ტაძარში ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან ფეხით მივიდა და სახლში წასვლა მხოლოდ დილით 6 საათზე მოახერხა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები