არ მივირთმევ არასდროს! — ქართველი დედა კომიქსებით გვიყვება, როგორია თვითიზოლაციაში ბავშვთან ერთად ყოფნა
ოჯახებისთვის, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ, თვითიზოლაცია მარტივი ნამდვილად არაა და განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს, რომ პატარების ენერგია სწორად დაიხარჯოს. სწორედ ამიტომ გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში უერთდება კამპანიას ჰეშთეგებით #ვსწავლობთსახლში და #ვერთობითსახლში, რომლის ფარგლებშიც სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებს ყოველდღე სთავაზობენ ერთ მარტივად შესასრულებელ აქტივობას, რომელიც პატარას გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, ილუსტრატორი ანა ჯანელიძე, რომელსაც ორი წლის შვილი ჰყავს, საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება:
"მას შემდეგ, რაც კარანტინი გამოცხადდა, ხშირად ვფიქრობ იმ ოჯახებზე, სადაც ადრეული ასაკის ბავშვები ჰყავთ. ეკონომიკურ გამოწვევებს, რომელიც ბევრი ოჯახისთვის ახლა უმთავრესი საზრუნავია, ახალიც დაემატა — მთელი დღის განმავლობაში ბავშვებთან ურთიერთობა, მათი განვითარება, გართობა, კვება. ზოგიერთი მეტად გამოცდილია ამ ამბებში, ზოგი კი, ახლა სწავლობს, როგორ ესაუბროს ბავშვს, როგორ დააინტერესოს, როგორ ეთამაშოს, თან ეს ყველაფერი მოახერხოს ისე, რომ თან იმუშაოს, თან სახლში სისუფთავე შეინარჩუნოს (ეპიდემიაა, ბოლოს და ბოლოს!), თან საჭმელი მოამზადოს... ეს ყველაფერი ერთად კი საერთო სტრესულ ფონს ქმნის.
თითოეული ოჯახის გარემოებები, პირობები, გამოწვევები ინდივიდუალურია და თავისებურად რთული და ალბათ, ყველას, ან თითქმის ყველას, საკუთარი სიტუაცია განსაკუთრებულად რთული ჰგონია. მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ 2 წლის ბავშვის მშობლობა ყველაზე რთულია. ეს ნახევრად ხუმრობით. ჩემი შვილი მარტივად აღარ ასრულებს ჩვენს თხოვნებს, და ჯერ-ჯერობით (იმედია!) ჩვენი მწყობრი არგუმენტებიც არ ესმის ბოლომდე. აუცილებელი და ერთი შეხედვით მარტივი რუტინები, ხანგრძლივ მოსამზადებელ პროცესებს, სჯა-ბაასსა და ათასგვარი არგუმენტებითა თუ ხრიკებით მის დაყოლიებას გულისხმობს.
ხელების დაბანისთვის ვთხზავთ სიმღერებს და სასაცილოდ ვამახინჯებთ ლექსებს სიტყვების ჩანაცვლებით; სადილის დროს ვავითარებთ ეპიკური ჟანრის ზეპირსიტყვიერებას (ამ ეტაპზე ეპოსების მთავარი გმირები არიან ლემური ლეიმურაზი, წრუწუნა თეკლა და მისი ძმა, გრძელფეხება წრუწუნა თენგო); აბაზანაში მის შესატყუებლად კაფელზე ვხატავთ ჯუჯებს, აბაზანას კი ჯუჯების გუბურად ვაქცევთ.
ამ პროცესში მშობლებმა გამოვიმუშავეთ შესაშური რეჟისორული, მსახიობური, მუსიკალური, პოეტური, ლიტერატურული, მუცლითმეზღაპრული და ლინგვისტური უნარები. ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ხშირად, ძალიან რთულია. ამ სირთულეების დაძლევაში და ზოგადად ახალი გარემოებებით განპირობებულ სტრესთან გამკლავებაში ჩვენ პატარ-პატარა "რიტუალები" — მშვიდი თამაშები გვეხმარება. გვეხმარება უფროსებსაც და ბავშვსაც უკეთესაც ვმართოთ ემოციები, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დადებითი განწყობა (მაშინაც კი, როცა ცოტა მოწყენილი ვართ).
ასეთი მშვიდი თამაშების იდეებს გაეროს ბავშვთა ფონდიც გვაწვდის 15-დღიანი გამოწვევის ფარგლებში #ვსწავლობთსახლში: საპნის ბუშტებით თამაში, სუნთქვითი ვარჯიშები სათამაშოსთან ერთად, აბაზანაში ჭყუმპალაობა და ქაფით თამაში, მყუდრო კუთხის მოწყობა და სხვა. ჩვენ შვილს ყველაზე მეტად უყვარს წყლით თამაში: აქაფება, აჭყლაპუნება, ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადასხმა და მერე უკან გადმოსხმა, საპნის ბუშტებთან თამაში, ღრუბლის დასველება და გაწურვა. ამ თამაშებს ყველაზე ხანგრძლივად თამაშობს, განსაკუთრებული სამოვნებითა და კონცენტრირებით.
ამ დროს არავინ სჭირდება, რომ ეთამაშოს ან ელაპარაკოს. პირიქით, ცოტა ზედმეტადაც კი ვგრძნობ ხოლმე თავს. ის მთელი თავისი გრძნობებით ჩართულია წყალთან ურთიერთობაში და ამ დროს ისვენებს, მშვიდდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სიამოვნება მაშინ დასრულდეს, როცა მას სურს და არა როცა ჩვენ. თუ თამაშისას ტანსაცმელი ძალიან დაუსველდა ან სხვა საქმეზე გადასვლის დროა (მაგალითად, ძილის ან ჭამის), წინასწარ ვაფრთხილებთ და ვთანხმდებით, რომ ამა და ამ მიზეზის გამო, 2 წუთში უნდა მორჩეს და ნელ-ნელა უნდა მოემზადოს თამაშის დასრულებითვის. ეს შემზადება ეხმარება, რომ მშვიდად გადავიდეთ მომდევნო საქმეზე ან თამაშზე.
კარანტინის წყალობით ერთი სასარგებლო ახალი რიტუალიც ჩამოვაყალიბეთ: მე ვვარჯიშობ, ის კი ჩემს ახლოს თავისთვის თამაშობს, ცოტ-ცოტას მბაძავს ვარჯიშში და ხშირ-ხშირად მოდის და მეხუტება. თავდაპირველად უფრო მეტი ჩახუტება იყო, ვიდრე ვარჯიში, მაგრამ ნელ-ნელა გაიაზრა, რომ ეს დრო სხვანაირად არის ორგანიზებული და განსხვავებული წესებით "ვთამაშობთ". ამ რიტუალის პრელუდიაც გვაქვს, რომლის დაცვა აუცილებელია: რეზინის დიდ ბურთზე ორივე ერთად ვხტუნავთ- 10 ახტომა ჩამჯდარია, 10 ახტომა ფეხზე დამდგარი ("აი ახლა ამხელა უნდა ვიყო!") და რომ მოვრჩებით, უფლებას მაძლევს გავაგრძელო: "ახლა ივარჯიშე".
ჩვენი ბიჭის კიდევ ერთი საყვარელი საქმეა მისასხურებელი ("სპრეი") სარწყავით მცენარეების მორწყვა. ამ დროს ვსაუბრობთ ხოლმე მცენარეებზე, როგორ გაიზარდნენ, რამე ხომ არ დააკლდათ (მზე? წყალი? მიწა?) ახალი ფოთოლი ან ყვავილი ხომ არ გამოუვიდა, ან ხომ არ დაჭკნა. ბოლოს ვერ ითმენს და ცოტა ჩვენც გვწუწავს ხოლმე. პანდემიის პირობებში ამ საყვარელ საქმეში მას თავის გამოვლენის ახალი შესაძლებლობები მიეცა — სპირტიანი ხსნარით კარის სახელურების დეზინფექცია.
მცენარეებთან დაკავშირებით თვითონ მოიგონა კიდევ ერთი, ჩემი აზრით, გენიალური თამაში, რომელიც ორივეს ძალიან მოგვწონს: რაღაც პერიოდში განსაკუთრებით დაინტერესდა ყვავილების ზრდის პროცესით, როგორ იშლება ყვავილი ნელ-ნელა, შემდეგ ჭკნება. ვკითხულობდით წიგნში ყვავილების ზრდაზე, მონუსხული უყურებდა ლამაზი ყვავილების გაშლის აჩქარებულ ვიდეოებს (და ცოტა იმედგაცრუებული დარჩა, როცა აღმოაჩინა რომ თითქმის არცერთი ყვავილის სახელი არ ვიცოდი). თამაში კი ასეთია: მომუჭავს მუშტებს და ამბობს "დედა, ნახე, კოკორი!", მეც აუცილებლად იგივეს ვიმეორებ. მერე ჩვენი "კოკრები" ძალიან ნელა იშლება, ცოტა ხანი ბოლომდე გაფურჩქნულია, მერე კი თამაშის ავტორი გასცემს ბრძანებას: "ახლა ჭკნება!" და ჩვენი გაშლილი ხელები ისევ ნელ-ნელა მუშტად იკვრება. ასე ვიმეორებთ, სანამ არ მოგვბეზრდება.
ვინაიდან თითოეულ ბავშვს განსხვავებული ინტერესები და შესაძლებლობები აქვს, ასეთი რიტუალები თუ მშვიდი თამაშებიც ინდივიდუალურია. უფროსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ბავშვების აზრების, მისწრაფებების, სურვილების შემჩნევა, გააზრება. ადრეული ასაკის ბავშვებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ საკუთარი ემოციებისა და ფიქრების სრულფასოვნად გამოხატვა, ან შესაძლოა, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, ჩვენ არ გვესმის სრულფასოვნად იმ ფორმების, რითაც ისინი გადმოსცემენ თავიანთ აზრებს, სიხარულს, წყენას. ბავშვზე დაკვირვება, მისი მოსმენა, მისი საპასუხო ემოციების შემჩნევა და შესაბამისად რეაგირება ორივეს გვეხმარება უფრო მხიარულად და საინტერესოდ გავატაროთ დრო".
ადრეულ ასაკში ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი, აქტიური და მშვიდი თამაშისთვის შესაძლებლობების შექმნა. თამაშების და ხელნაკეთი რესურსების იდეები შეგიძლიათ ნახოთ მშობლის წიგნში, გაეროს ბავშვთა ფონდის facebook გვერდზე, ასევე სხვადასხვა თემატურ ვებ-გვერდსა თუ ბლოგზე. მოარგეთ ეს თამაშები თქვენი ბავშვების ინტერესებს და შესაძლებლობებს და ითამაშეთ ერთად. ამით თქვენ უბრალოდ დროს კი არ გაიყვანთ, თქვენი შვილისთვის შექმნით ცოდნის, უნარების, პიროვნული მახასიათებლების იმ ფუნდამენტს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება თქვენს შვილს.
-
როცა ხელოვნება რეალობად იქცევა — 2026 წლის 9 ყველაზე შთამბეჭდავი ფოტო როცა ხელოვნება რეალობად იქცევა — 2026 წლის 9 ყველაზე შთამბეჭდავი ფოტო
გადახედვა
-
Meta ამერიკელ უსინათლო ვეტერანებს ჭკვიან სათვალეებს დაურიგებს Meta ამერიკელ უსინათლო ვეტერანებს ჭკვიან სათვალეებს დაურიგებს
გადახედვა
-
ხელოვნურმა ინტელექტმა სამყარო შეისწავლა და ფიზიკოსებს მოულოდნელი პრობლემა შეუქმნა ხელოვნურმა ინტელექტმა სამყარო შეისწავლა და ფიზიკოსებს მოულოდნელი პრობლემა შეუქმნა
გადახედვა
-
"არ გაგონილა ფასდაკლების მისაღწევად არც მილიონერების კომისია, არც ახალი საიტის შექმნა" — ზურაბიშვილი 53 ათასლარიან ვებპლატფორმაზე "არ გაგონილა ფასდაკლების მისაღწევად არც მილიონერების კომისია, არც ახალი საიტის შექმნა" — ზურაბიშვილი 53 ათასლარიან ვებპლატფორმაზე
გადახედვა
-
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში — გაეცანი სრულად დაფინანსებულ ბიზნესკურსს როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში — გაეცანი სრულად დაფინანსებულ ბიზნესკურსს
-
სალომე ზურაბიშვილს Freedom House-მა ვაშინგტონში მარკ პალმერის ჯილდო გადასცა სალომე ზურაბიშვილს Freedom House-მა ვაშინგტონში მარკ პალმერის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
მარიამ ბეროძის გზა მოგზაურობამდე — დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი მარიამ ბეროძის გზა მოგზაურობამდე — დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი
-
"იწყება საფუძვლის მზადება EU-ში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად" — სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე "იწყება საფუძვლის მზადება EU-ში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად" — სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე
გადახედვა
-
ჩუბინაშვილის ცენტრი: მთლიანად განადგურებულია VI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა ზღუდერის ეკლესია ჩუბინაშვილის ცენტრი: მთლიანად განადგურებულია VI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა ზღუდერის ეკლესია
გადახედვა
-
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია — ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ საქართველოს AI ნაკრები ცნობილია — ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
-
მარტა კოსის თქმით, EU-ს ახალ წევრებს 15წლით ვეტოს უფლება არ ექნებათ მარტა კოსის თქმით, EU-ს ახალ წევრებს 15წლით ვეტოს უფლება არ ექნებათ
გადახედვა
-
ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა — შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა — შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
ბრიტანეთის მიერ დაკავებულ "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერზე საქართველოს 3 მოქალაქე იმყოფება ბრიტანეთის მიერ დაკავებულ "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერზე საქართველოს 3 მოქალაქე იმყოფება
გადახედვა
-
ილია თოფურია: ჩვენი ისტორია ჯერ არ დასრულებულა, იქნება რევანში ილია თოფურია: ჩვენი ისტორია ჯერ არ დასრულებულა, იქნება რევანში
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენს ჩვევებზე და გეტყვით, მზის რომელი ბინადარი ხარ! ქვიზი: მოგვიყევი შენს ჩვევებზე და გეტყვით, მზის რომელი ბინადარი ხარ!
-
კახა კალაძე: ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება, დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა კახა კალაძე: ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება, დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა
გადახედვა
-
არ გამოგრჩეთ გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ახალი ეპიზოდი, 16 ივნისს YouTube-ზე — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი არ გამოგრჩეთ გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ახალი ეპიზოდი, 16 ივნისს YouTube-ზე — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით მარნეულში ორი კაცი დაჭრეს მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით მარნეულში ორი კაცი დაჭრეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
გადახედვა
-
დანა უაითის თქმით, ილია თოფურია თვალბუდის ძვლის სავარაუდო მოტეხილობით საავადმყოფოშია დანა უაითის თქმით, ილია თოფურია თვალბუდის ძვლის სავარაუდო მოტეხილობით საავადმყოფოშია
გადახედვა
-
როგორ მოწყვიტა FSB-მ რუსეთი ინტერნეტს როგორ მოწყვიტა FSB-მ რუსეთი ინტერნეტს
გადახედვა









კომენტარები