საბიბლიოთეკო გაერთიანებების საერთაშორისო ფედერაცია ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას სანიმუშოდ აფასებს
საბიბლიოთეკო გაერთიანებების საერთაშორისო ფედერაცია (IFLA), რომელიც ამ დარგში მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას სხვა ქვეყნების ბიბლიოთეკებისთვის სამაგალითოსა და წარმატებულს უწოდებს. ორგანიზაციის ანგარიშის ამ ნაწილში საქართველო პირველად მოხვდა.
IFLA-ს ახალ მოხსენებაში, რომელიც საქართველოს, ჩილეს, ხორვატიისა და მადაგასკარის გამოცდილებას გვიზიარებს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
მოხსენებაში წერია:
"საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გამოირჩევა სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილებით. ბიბლიოთეკაში, ამერიკელ პარტნიორთა მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ამერიკული სამკითხველო დარბაზის განახლება და ინგლისური ენის სწავლებისა და სხვა სიახლეების დანერგვა.
მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ამერიკის საელჩო, არამედ გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებიც აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლოთეკასთან, რომლის სექციები მკითხველებს ამ ქვეყნების რესურსებით ემსახურება.
დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა დიდი ბრიტანეთის საელჩომაც, რომელიც ამერიკის საელჩოსთან ერთად, ეროვნულ ბიბლიოთეკას ადგილობრივი და რეგიონული ბიბლიოთეკების განახლებაში ეხმარება.
კიდევ ერთხელ მოვიყვანთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დადებით მაგალითს, რომელმაც იტალიის საელჩოსთან ერთად, ახალი კოლექციები მოიზიდა უცხოეთის იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც რემონტის გამო მკითხველებს ვერ იღებდნენ.
ასეთმა თანამშრომლობამ ბიბლიოთეკების უცხოეთში საქმიანობის გაფართოების საშუალებაც მოგვცა. საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 50-ზე მეტი ქართული წიგნის კუთხე გახსნა მსოფლიოში, რითაც ქართველი და ქართული წარმომავლობის მწერლები წარმოადგინა, ასევე ურთიერთობები გააძლიერა.
ამ ბიბლიოთეკას რესურსებითა და წიგნებით, გამოფენებითა და პროგრამებით იაპონია, თურქეთი და ჩინეთიც ამდიდრებს. საბიბლიოთეკო გაერთიანებების საერთაშორისო ფედერაცია დიდ მადლობას მოახსენებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელს მაია სიმონიშვილს დეტალურად მიწოდებული ინფორმაციისთვის და თანამშრომლობისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ დასაწყისში ჩვენმა რესპონდენტმა ორგანიზაციებმა თანამშრომლობის გაფართოება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად დაიწყეს, რომელსაც ბიბლიოთეკებთან მუშაობისთვის საგანგებო პროგრამაც აქვს. ვაშინგტონში მოქმედი ორგანიზაცია საელჩოებს მხარს უჭერს მსოფლიოს ბიბლიოთეკების განვითარებაში.
ეს გაკვეთილი მსოფლიოს ბიბლიოთეკებისთვის გასათვალისწინებელია — თანამშრომლობა ბიბლიოთეკების ინიციატივით შედგა. შეიძლება, ბევრი მცდელობაც დაგჭირდეთ, მაგრამ მოთმინება საქმიან შედეგამდე მიგიყვანთ. გამოიჩინეთ პროფესიონალიზმი და ორგანიზებულობა. საერთაშორისო ორგანიზაციებს გამჭვირვალობისა და ადმინისტრაციული წესების დაცვა მოეთხოვებათ, თქვენ ეს უნდა გაითვალისწინოთ. გაიზიარეთ ის მოლოდინები და საჭიროებები, რომლებიც საელჩოებსაც აქვთ"
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები