შსს: გირჩი თუ დარგავს მარიხუანას, პოლიცია კანონის მიხედვით იმოქმედებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ის განუცხადა, რომ თუ ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი შეასრულებს თავის განზრახვას და დარგავს მარიხუანას, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად, კანონის ფარგლებში:
"თუკი დააკავებენ დანაშაულის ჩამდენ პირებს, გამოძიების ფარგლებში, რა თქმა უნდა პროკურატურასთან შეთანხმებით, გადაწყდება რა მუხლით დაკვალიფიცირდება აღნიშნული ქმედება".
ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, საგანგებო ბრიფინგზე, 16 ნოემბერს, მთავრობას მიმართა, რომ ახალ წლამდე შეცვალოს, უფრო ლიბერალური გახადოს ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული კანონმდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე განცხადებით, გირჩის წევრები, სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად, 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომას 1 წუთი რომ დააკლდება, საჯაროდ, პირდაპირ ეთერში დარგავენ მარიხუანას.
თუ გირჩის წევრებმა დაპირება შეასრულეს და მარიხუანა მართლაც დარგეს, მათ, შესაძლოა, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით წაუყენონ, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანსა ან კულტივირებას გულისხმობს.
ამ მუხლის პირველი ნაწილით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ხოლო, იგივე ქმედება, ჩადენილი;
- დიდი ოდენობით;
- წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
- სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
- არაერთგზის;
- იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ეს ქმედება თუ ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დამნაშავე დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა, მოყვანა, კულტივირებისთვის, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
სწორედ ქმედების განხორციელების შემდეგ გადაწყვეტენ ქართველი სამართალდამცავები, გირჩის წევრებს ინდივიდუალურად დაეკისრებათ პასუხისმგებლობა, თუ გირჩს, როგორც იურიდიულ პირს, მოუწევს პასუხისგება იმ კანონის წინაშე, რომლის შეცვლასაც ისინი ითხოვენ.
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
კომენტარები