საქართველოში კორონავირუსის კიდევ 15 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი სულ 385 ადამიანს დაუდგინეს. ინფორმაცია ამის შესახებ StopCov.ge-ზე აისახა.

გაიზარდა გამოჯანრთელებულების რაოდენობაც და 84 ადამიანი შეადგინა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4971 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 519.