E commerce, ანუ რატომ უნდა გადაერთო გაყიდვის ონლაინ არხებზე
ფოტო: Nido.ge
მსოფლიოში COVID-19-ის პერიოდში ონლაინ ვაჭრობის წილი მთლიან გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. კორონავირუსთან საბრძოლველად ყველაზე ქმედითი იარაღი, რაც კაცობრიობას ამ მომენტისთვის გააჩნია, სოციალური დისტანცირებაა. სწორედ ამიტომ, მომხმარებლები თავს არიდებენ სუპერმარკეტებში სიარულს და მიმართავენ ონლაინ მაღაზიებს. მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა სურსათსა და ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ნივთებზე.
სამხრეთ ევროპულ ქვეყნებში, სადაც ელექტრონული კომერციის წილი საგრძნობლად დაბალი იყო სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, მოთხოვნა ონლაინ ვაჭრობაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. Nielsen-ის კვლევის მიხედვით, კარანტინის გამოცხადებამდე, სწრაფი მოხმარების საგნებისა და სურსათის გაყიდვები იტალიასა და ესპანეთში შესაბამისად 82% და 28%-ით (წლიდან წლამდე) გაიზარდა, მაშინ როდესაც ჯამური სექტორის ზრდამ მხოლოდ 11% და 7% შეადგინა.
ამავე კვლევის მიხედვით, საფრანგეთში 2 მარტის კვირის მდგომარეობით, სახლში მიტანის სერვისი 32%-ით, ხოლო ადგილიდან გატანის (click-and-collect) სერვისი 29%-ით გაიზარდა. ფრანგული სავაჭრო ცენტრები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც click-and-collect მოდელი დანერგეს, რომელიც წარმატებით მუშაობდა ქალაქგარეთ მდებარე ჰიპერმარკეტების შემთხვევაში.
გაერთიანებული სამეფოშიც, სადაც ელ. კომერციის პენეტრაცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპაში, ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნის ზრდამ პრობლემები შეუქმნა ონლაინ გაყიდვის არხებს. ქვეყნის მოწინავე სუპერმარკეტების ქსელში Tesco-სა და Sainsbury’s-ში, ონლაინ შეკვეთის განთავსებაზე 3-კვირიანი რიგი წარმოიშვა. მოთხოვნის არანორმალური ზრდა ყველაზე მეტად თვალსაჩინო იყო ონლაინ სუპერმარკეტ Ocado-ში, რომელსაც მოუწია ვებ-გვერდის დროებით გათიშვა, ახალი მომხმარებლების რეგისტრაციის შეწყვეტა და ელექტრონული რიგის სისტემის დანერგვა. ასევე, თითქმის გაორმაგდა საშუალო შეკვეთის ღირებულებაც.
დარგის ექსპერტების აზრით, მოთხოვნის ზრდა კრიზისის გადავლის შემდგომაც შენარჩუნდება, რადგანაც ამ კრიზისის გამო მოსალოდნელია მომხმარებლების ქცევის ცვლილება. Bain & Co-ს საცალო გაყიდვების ექსპერტი, Joëlle de Montgolfier აღნიშნავს, რომ მომხმარებელი, რომელიც აქამდე ერიდებოდა სურსათის ონლაინ ყიდვას, იძულებული გახდა, საჭირო პროდუქცია ამ გზით შეეძინა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამგვარი ცვლილება მომხმარებლების ქცევაში სამომავლოდ გამოიწვევს ამ კატეგორიაში ონლაინ გაყიდვების ზრდას.
ჩინეთი არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისა, თუ რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ასეთი ტიპის კრიზისს ელ. კომერციის სამომავლო განვითარებაზე. ჩინეთში ელექტრონული კომერციის წილი მთლიან ვაჭრობაში 36%-ს შეადგენს, რითაც ის მოწინავეა სხვა ქვეყნებს შორის. ელ. კომერციის პოპულარობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება პირველი კორონავირუსი, SARS, რომელიც 2003 წელს გავრცელდა აზიაში. SARS-ის შემთხვევაში, მისი ლოკალიზება სწრაფად მოხდა და მასიურ გავრცელებას ადგილი არ ჰქონია. SARS-ის მასშტაბი გაცილებით პატარა იყო: ინფიცირდა დაახლოებით 8 000 ადამიანი და 800-მდე გარდაიცვალა. თუმცა, მაშინაც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიიღეს მკაცრი ზომები: დაიხურა კაფეები, გასართობი ცენტრები, გადაიდო ღონისძიებები.
ამ პერიოდს ემთხვევა ორი ჩინური გიგანტის გამოჩენა ბაზარზე. 2003 წლის ივლისში, Alibaba-ს შვილობლიმა Taobao-მ დაიწყო ფუნქციონირება. ასევე, მოგვიანებით ბაზარზე გამოჩნდა JD.com (ყოფილი 360buy.com). მათ კრიზისის დროს მოუწიათ ფიზიკური მაღაზიების დახურვა და ონლაინ ვაჭრობაზე გადართვა. SARS ითვლება მნიშვნელოვან კატალიზატორად ჩინეთის ელ. კომერციის ინდუსტრიის განვითარებაში.
სწორედ პირველი SARS-ის გამოცდილება ქმნის იმ მოლოდინს, რომ ონლაინ კომერციის წილი მთლიან ვაჭრობაში გაიზრდება სხვა ქვეყნებშიც და რა თქმა უნდა, საქართველოც არ იქნება გამონაკლისი.
მოთხოვნის გაზრდას უკვე ვამჩნევთ ონლაინ მაღაზიები და ეს ეხება ყველა კატეგორიას, განსაკუთებით საკვებ-პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებს. მთავრობის მიერ რიგი პროდუქტების ონლაინ რეალიზაციის დროებით აკრძალვამ ნეგატიური გავლენა იქონია ამ პროცესზე. მოუხედავად ამისა, კრიზის შემდგომ პერიოდშიც გაზრდილი მოთხოვნა, დიდი ალბათობით, შენარჩუნებული იქნება.
მოსალოდნელი რეცესიის პირობებში კომპანიებს მოუწევთ ახალ რეალობასთან ადაპტაცია. გადარჩენის და შემდგომი განვითარების ყველაზე ლოგიკური გზა ციფრულ არხებზე მაქსიმალური აქცენტის გაკეთებაა. საშუალო ვადაში კი —გაყიდვების მრავალარხიანი (omni-channel) ბიზნეს მოდელის განვითარება, რაც თავის თავში გულისხმობს მომხმარებლებისთვის პროდუქტებისა და სერვისების როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ სივრცეში შეთავაზებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საცალო გაყიდვების კომპანიებისთვის.
კრიზისის დროს ციფრულ არხებზე ფოკუსირების არაერთი საინტერესო მაგალითი შეგვიძლია ვნახოთ ჩინეთში. მაგალითისთვის კოსმეტიკურ კომპანია Lin Qingxuan მაღაზიების 40%-ის დახურვა მოუწია, უხანში კი ყველა მაღაზია დაიხურა. ამ ფაქტმა კომპანია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მიუხედავად ამ სირთულისა, კომპანიამ თავისი 100-ზე მეტი კონსულტანტი გადაიყვანა ონლაინ სივრცეში, დაეხმარა მათ გამხდარიყვნენ ონლაინ ინფლუენსერები და მომხმარებლებისთვის კონსულტაცია გაეწიათ ინტერნეტით, Wechat-ისა და Taobao-ს მეშვეობით. ამით კომპანიამ შეძლო, უხანში 200%-ით უფრო მეტი პროდუქცია გაეყიდა, ვიდრე ანალოგიურ პერიოდში გასულ წელს.
nido.ge ონლაინ მაღაზიაა, რომელიც 2014 წელს დაარსდა. საიტზე განთავსებულია სხვადასხვა კატეგორიის პროდუქცია: საბავშვო, ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები, წიგნები. nido.ge წარმატებით თანამშრომლობს 50-მდე კომპანიასთან, რომელთა პროდუქციაც განთავსებულია ამ პლატფორმაზე. nido.ge-ს ყოველი კვირის განმავლობაში ათობით ახალი მომწოდებელი და ასობით პროდუქტი ემატება.
nido.ge გთვაზობთ პროდუქციის ონლაინ გაყიდვის მომსახურების სრულ სპექტრს, რაც მოიცავს: პროდუქციის საიტზე განთავსებას, ციფრულ მარკეტინგს, მოხმარებლის კონსულტაციას (ქოლ-ცენტრი და ჩათი), პროდუქციის ტრანსპორტირებას და საჭიროების შემთხვევაში, სასაწყობე მომსახურებას.
დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ განათავსოთ ან გაყიდოთ nido.ge-ზე თქვენი პროდუქცია, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
-
მეცნიერებმა 66 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური მოზაზავრის კბილი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 66 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური მოზაზავრის კბილი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს, გახარია თავს ვერ გაიმართლებს — ირაკლი კობახიძე 20 ივნისის საქმეზე აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს, გახარია თავს ვერ გაიმართლებს — ირაკლი კობახიძე 20 ივნისის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენი სურვილია, რომ სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან, მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს ირაკლი კობახიძე: ჩვენი სურვილია, რომ სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან, მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 18 დეკემბერს შეიკრიბებიან და BBC-ის წინააღმდეგ სარჩელის შინაარსს განიხილავენ ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 18 დეკემბერს შეიკრიბებიან და BBC-ის წინააღმდეგ სარჩელის შინაარსს განიხილავენ
გადახედვა
-
რა შეიძლება განსაზღვრავდეს 100 წელზე დიდხანს სიცოცხლეს — მეცნიერებს საინტერესო პასუხი აქვთ რა შეიძლება განსაზღვრავდეს 100 წელზე დიდხანს სიცოცხლეს — მეცნიერებს საინტერესო პასუხი აქვთ
გადახედვა
-
გაიცანით ვლადიმერ კომაროვი — კაცი, რომელიც "კოსმოსიდან ჩამოვარდა" გაიცანით ვლადიმერ კომაროვი — კაცი, რომელიც "კოსმოსიდან ჩამოვარდა"
გადახედვა
-
რას დაინახავდით, ვულკანის ამოფრქვევამდე 2 წუთი რომ გაშორებდეთ? — იხილეთ კადრები რას დაინახავდით, ვულკანის ამოფრქვევამდე 2 წუთი რომ გაშორებდეთ? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ვიკინგების პერიოდის საფლავი, რომელსაც ანალოგი არ აქვს აღმოაჩინეს ვიკინგების პერიოდის საფლავი, რომელსაც ანალოგი არ აქვს
გადახედვა
-
ბერძნული მედია: ქართველმა კაცმა პარტნიორის თასმებით მოხრჩობა სცადა ბერძნული მედია: ქართველმა კაცმა პარტნიორის თასმებით მოხრჩობა სცადა
გადახედვა
-
რას ჭამს დღეში მეცნიერი, რომელიც ცილასა და ჯანსაღ დაბერებას იკვლევს რას ჭამს დღეში მეცნიერი, რომელიც ცილასა და ჯანსაღ დაბერებას იკვლევს
გადახედვა
-
კაია კალასი: "საქართველო აცხადებს, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და ვხედავთ მთავრობის მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს" კაია კალასი: "საქართველო აცხადებს, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და ვხედავთ მთავრობის მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს"
გადახედვა
-
TI: საგამოძიებო უწყებები "ქართული ოცნების" შიდაპარტიული გარჩევების სამსახურში არიან TI: საგამოძიებო უწყებები "ქართული ოცნების" შიდაპარტიული გარჩევების სამსახურში არიან
გადახედვა
-
ნაჩო სანჩეს ამორი: BBC-ის გამოძიებაზე ხვალ ევროპარლამენტში ვაპირებთ ვისაუბროთ ნაჩო სანჩეს ამორი: BBC-ის გამოძიებაზე ხვალ ევროპარლამენტში ვაპირებთ ვისაუბროთ
გადახედვა
-
ბრაის მიტჩელის მწვავე რეაქცია ილია თოფურიას ოჯახში ძალადობის ბრალდებებზე ბრაის მიტჩელის მწვავე რეაქცია ილია თოფურიას ოჯახში ძალადობის ბრალდებებზე
გადახედვა
-
სვუპის რებრენდინგი — ახალი ეტაპი ბრენდის განვითარებაში სვუპის რებრენდინგი — ახალი ეტაპი ბრენდის განვითარებაში
-
EPP: "სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი მხოლოდ მამაცი ჟურნალისტი არ არის — ის ქართველი ერის სიმბოლოა" EPP: "სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი მხოლოდ მამაცი ჟურნალისტი არ არის — ის ქართველი ერის სიმბოლოა"
გადახედვა
-
შსს-მ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაში მისცა — მათგან 49 დაკავებულია შსს-მ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაში მისცა — მათგან 49 დაკავებულია
გადახედვა
-
საიამ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, კონსტიტუციურ სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა საიამ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, კონსტიტუციურ სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
გადახედვა
-
როგორ "გამოიგონა" კოკა-კოლამ სანტა კლაუსი როგორ "გამოიგონა" კოკა-კოლამ სანტა კლაუსი
-
"ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია" — რაზე ისაუბრა MI6-ის შეფმა, ბლეიზ მეტრეველმა პირველი სიტყვით გამოსვლისას? "ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია" — რაზე ისაუბრა MI6-ის შეფმა, ბლეიზ მეტრეველმა პირველი სიტყვით გამოსვლისას?
გადახედვა
-
რობერტა მეცოლა: ჩვენ ვდგავართ იმ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ რობერტა მეცოლა: ჩვენ ვდგავართ იმ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ
გადახედვა


კომენტარები