ევექსი მომხმარებლებს არსებული შეზღუდვების შესაბამისად განახლებულ სერვისებს სთავაზობს
ევექსის ჰოსპიტლების ქსელში არსებულ 18-ვე სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებელი დახმარების ყველა სერვისი შეუფერხებლად მუშაობს, მათ შორის კარდიოქირურგიის, კარდიოინტერვენციის, ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის სერვისების განხორციელება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედებს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები, რაც პაციენტებისთვის მაქსიმალურად დაცულ გარემოს ქმნის. გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში და გეგმიურ ამბულატორიაში შემოსული ყველა პაციენტი დამატებით ტემპერატურულ შემოწმებას გადის და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პაციენტები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული პროტოკოლის სრული დაცვით გადიან შემოწმებას.
ევექსის ჰოსპიტლების სამედიცინო დაწესებულებებში გადაუდებელ მომსახურებასთან ერთად პაციენტებს საშუალება აქვთ კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმშიც მიიღონ:
- კონსულტაციების დისტანციური უზრუნველყოფა აპლიკაცია EKIMO-ს მეშვეობით ხორციელდება. ექიმთან ონლაინ ჩაწერის, გადახდისა და სერვისით დისტანციურად სარგებლობის საშუალება უკვე აქვთ კავკასიის მედიცინის ცენტრისა და ივ. ბოკერიას ჰოსპიტლის პაციენტებს. სატელეფონო კონსულტაციის მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ EKIMO-თი რეზერვაციის შემთხვევაში. აპლიკაცია ეტაპობრივად ქსელში შემავალ სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც ამოქმედდება.
- გარდა ამისა, მოქმედებს სერვისების განრიგებიც. იმ შემთხვევაში, თუ ჰოსპიტალში ვიზიტი აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს, პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა, ექიმთან ჰოსპიტლის ცხელი ხაზის საშუალებით ჩაეწერონ და სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურება რეგისტრაციის გავლისა და დერეფანში დაყოვნების გარეშე მიიღონ (ცხელი ხაზის ნომრები ევექსი ჰოსპიტლების 18-ვე სამედიცინო ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდებზე შეგიძლიათ იხილოთ).
- სამედიცინო სერვისების უზრუნველსაყოფად კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ჰოსპიტალური ქსელის 18-ვე სამედიცინო დაწესებულებაში დაინერგა უსაფრთხოების პროტოკოლი, რომელიც პერმანენტულად კონტროლდება. კერძოდ, თითოეული პაციენტის კლინიკური შეფასება ჰოსპიტლის სივრცეში მოხვედრამდე ხორციელდება. პრეტრიაჟი ითვალისწინებს სხეულის ტემპერატურის გაზომვას, ანკეტის შევსებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ხელების დეზინფექციას სპეციალური ხსნარით. ასევე, სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით ლიფტებში გამოყენებულია სტიკერები, რომლებიც ჰოსპიტლების ვიზიტორების ერთმანეთისგან ზურგით და დისტანციით დგომას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, რეგისტრატურის თანამშრომლებისთვის დამონტაჟებულია მინის ფარები, შენობის დეზინფექცია კი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შესაბამისად, სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში ქსელის 18-ვე სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალი 24/7-ზე არის მზად, რომ პაციენტებს მომსახურება უსაფრთხოების ყველა პროტოკოლის გათვალისწინებით ეფექტურად გაუწიოს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები