ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყეთ ჩვენს ხალხს — სააკაშვილის მიმართვა მთავრობას
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის პასუხს პასუხობს და აცხადებს, რომ ისევ შეუძლია მოქალაქეების საზღვარგარეთიდან ჩამოყვანა, თუ ამის საშუალებას მისცემენ. ის აკრიტიკებს ხელისუფლებას და ამტკიცებს, რომ ხალხის დასაბრუნებლად ყველაფერს არ აკეთებენ.
"მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას: ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყეთ ჩვენს ხალხს. საელჩომ გამოუცხადა, რომ ბილეთები გაიყიდებოდა იაფად, მივიდნენ აეროპორტში და აღმოჩნდა, რომ მარტო 25 ბილეთი გაიყიდა და დანარჩენი ნაცნობობით გადანაწილდა თქვენს ახლობლებზე, ნათესავებსა და მეგობრებზე. რას დასცინით ხალხს", — ამბობს ისე ვიდეომიმართვაში, რომელიც ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.
მისი თქმით, გუშინ, 31 მარტს ვარშავიდან ჩანიშნული ჰქონდათ უკრაინული ავიაკომპანიის რეისი, რომელსაც ქვეყანაში 190-მდე ადამიანი უნდა დაებრუნებინა უფასოდ. ის არ აკონკრეტებს შესრულდა თუ არა, ან რატომ ჩაიშალა ეს რეისი. თუმცა აღნიშნავს, რომ შეთავაზება ისევ ძალაშია და მთავრობისგან მხოლოდ ნებართვა სჭირდებათ, რომ თბილისი აეროპორტში დაჯდომის უფლება მისცენ.
"საერთოდ, მზადა ვარ თვითმფრინავებით ევროპიდან ჩამოვიყვანო 5 000 ადამიანი. მოველაპარაკები კარანტინზე. კარანტინი არაფერი არ დაგიჯდებათ, პირდაპირ მივიყვან აეროპორტიდან სასტუმროებში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და იქ იქნებიან 2 კვირა, რომ არავის შეუქმნან საფრთხე", — აცხადებს ის.
სააკაშვილი ამბობს, რომ ეს ხალხი გაუსაძლის პირობებშია და მათ დახმარება სჭირდება. ის მიმართვს ემიგრანტებს, რომ "გამოაფხიზლონ მთავრობა" და გაუგზავნონ წერილები, მოსთხოვონ საელჩოებს, რომ დაუშვან ეს რეისები.
"უბრალოდ, ივანიშვილი თავისი ხუშტურების გამო, ამის უფლებას არ აძლევს გახარიას. მოვხსნათ საკითხი და ყველაფერი გამოგვივა", — განაცხადა მან.
სააკაშვილმა მთავრობას ხალხის დასაბრუნებლად დახმარება აქამდეც შესთავაზა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ "მავნებლობას თავი დაანებოს". გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საელჩოებმა მოუწოდეს საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს, რომ არ ენდონ გარეშე პირების დაპირებებს და გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში დაბრუნება, მხოლოდ მთავრობის დანიშნული რეისებითაა შესაძლებელი.
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები