NATO-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიული კონფლიქტები
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის და დასავლური კურსის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსები ხშირად გამოდიან რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი განცხადებებით და საქართველოს მოქალაქეებს მცდარ ინფორმაციას აწვდიან.
მათი თქმით, NATO-ში გაწევრიანებისათვის საქართველოს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმა და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დათმობა მოუწევთ, რადგან ალიანსის წევრებს "პრობლემები არ სურთ".
გთავაზობთ BBC-ის რუსული ბიუროს მომზადებულ სტატიას, სადაც საუბარია NATO-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიულ დავებსა და პრობლემებზე.
NATO-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიული დავები
ესპანეთისა და ბრიტანეთის დავა გიბრალტარზე
ეს კონფლიქტი სამი საუკუნეა რაც არსებობს და ამ ხნის განმავლობაში საქმე სამხედრო დაპირისპირებამდეც მივიდა. გიბრალტარის მოსახლეობის 99%-მა ორჯერ, 1967 და 2002 წელს რეფერენდუმით დაადასტურეს, რომ ლონდონის იურისდიქციაში ყოფნა ურჩევნიათ. თუმცა, საუბრები ამ ტერიტორიის გარშემო პერიოდულად კვლავ აქტიურდება ხოლმე.
ჰანსის კუნძული - კუნძული, რომელსაც კანადა და დანია ვერ იყოფენ
დავა ამ პატარა კუნძულის გამო, რომელიც კანადასა და გრენლანდიას შორის არსებულ სრუტეშია განლაგებული, სამხედრო დაპირისპირებამდე არ მისულა. თუმცა, კანადელები და დანიელები პერიოდულად გადასხდებიან ხოლმე ტერიტორიაზე, თავიანთ დროშას აღმართავენ, ბოძის ქვეშ სასმელს (კანადელები - ვისკის, დანიელები - შნაფსს) ტოვებენ და მიდიან.
პორტუგალია ოლივენსას დაბრუნებას ითხოვს
პორტუგალიასა და ესპანეთს თბილი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ესპანეთის იურისდიქციაში 1801 წელს გადასული ქალაქი ოლივენსა დღემდე დავის საგანია და პორტუგალია ქალაქისა და მისი შემოგარენის თავის საზღვრებში დაბრუნებას ითხოვს.
საბერძნეთისა და თურქეთის კონფლიქტი
საბერძნეთი და თურქეთი საჰაერო და საზღვაო საზღვრის ზუსტ დემარკაციაზე ჯერ არ შეთანხმებულან, რის გამოც ორ ქვეყანას შორის მწვავე დაპირისპირებაა და რამდენჯერმე პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის საფრთხეც შეიქმნა.
გარდა ერთმანეთში შეუთანხმებლობისა, ნატოს წევრ ქვეყნებს არაწევრ ქვეყნებთანაც აქვთ ტერიტორიული კონფლიქტები.
სხვა კონფლიქტები არაწევრ ქვეყნებთან:
- ბრიტანეთი და ირლანდია ვერ თანხმდებიან საზღვრის დემარკაციაზე.
- ბრიტანეთსა და არგენტინას დავა აქვთ ფოლკლენდის კუნძულებზე.
- ბრიტანეთს პრეტენზია აქვს მავრიკიასთანაც, რომელსაც ინდოეთის ოკეანეში მდებარე არქიპელაგის მფლობელობაზე ვერ უთანხმდება.
- საფრანგეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს მოზამბიკის არხში მდებარე კუნძულს, ამ ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებს მადაგასკარიც.
- იგივე ტიპის კონფლიქტი აქვთ საფრანგეთსა და ვანუატუს.
- სასაზღვრო დავა აქვთ ესპანეთსა და მაროკოს.
- ბოდენის ტბის რა ნაწილზე გადის საზღვარი, ვერ თანხმდებიან შვეიცარია და ავსტრია.
- აშშ-ს ტერიტორიული პრეტენზიები აქვს მექსიკასთან, ნიკარაგუასთან, იამაიკასთან, კუბასთან, მარშალის კუნძულებთან.
- მდინარე დუნაიზე გამავალი საზღვრის ზუსტ ადგილ-მდებარეობაზე ვერ თანხმდებიან ხორვატია და სერბეთი.
როგორც ხედავთ, ალიანსის წევრებს საკუთარი პრობლემები არ აკლიათ და ასეთი სახის კონფლიქტები მათ წევრობაზე გავლენას არ ახდენს.
შესაბამისად, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დათმობას ჩვენგან არავინ ითხოვს და არც მოითხოვს - გარდა რუსეთის ფედერაციისა.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
დისკუსია: თქვენი აზრით, უნდა გააგრძელოს თუ არა საქართველომ NATO-სკენ სწრაფვა?