ცერცვაძე: ოფიციალურ რეკომენდაციას ვერ გავცემ, მაგრამ საეკლესიო რიტუალების ნაწილი ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია
ფოტო: თენგიზ ცერცვაძე / FB
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სამედიცინო თვალსაზრისით, საეკლესიო რიტუალების ნაწილი ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია. მაგალითად მან ხალხმრავალი შეკრება და ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენება მოიყვანა.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ ეს არის პირადი პოზიცია და ოფიციალურად, რელიგიურ რიტუალებზე რეკომენდაციას ვერ გასცემს და ვერც ეკლესიის კომპეტენციაში ჩაერევა.
"ეს ძალიან სენსიტიური თემაა. ეკლესიას, ასე ვთქვათ, აქვს თავისი კონსტიტუცია, გადატანითი მნიშვნელობით. საუკუნეების მანძილზე დაგროვებული ცოდნის და გამოცდილების საფუძველზე, მან უკეთ იცის რისი გაკეთების უფლება აქვს და არ აქვს, რა არის კარგი ადამიანებისთვის და რა არა, ამიტომ მე ვერ გავცემ ვერანაირი ოფიციალურ რეკომენდაციას რელიგიური რიტუალების მიმართ", — განაცხადა მან ვახო სანაიას დღის ამბებში.
ცერცვაძემ განაცხადა, რომ "ეკლესიაც გაგებით ეკიდება" მიმდინარე მოვლენებს და მაგალითად მოიყვანა, რომში წმინდა პეტრეს მოედანზე შეწყვეტილი ლოცვა, ასევე, მექასა და მედინაში შეწყვეტილი ლოცვები და საბერძნეთისა და მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებები რიტუალების შეწყვეტაზე.
"ვფიქრობ, რომ ჩვენს გაგებას შორის, რა არის ეპიდემიის გავრცელებისთვის სახიფათო და რა არა, დიდი განსხვავება არ არის. უბრალოდ, რაღაც-რაღაცეები ჯერ კიდევ ჩვენთან გრძელდება. მაგალითად, სოციალური დისტანციისკენ მოწოდება იყო და დღეს ხედავდით, რომ ეკლესიაში აშკარად იყო დისტანცია მრევლს შორის. ერთადერთი რაც კითხვის ნიშანს ბადებს, ეს არის ზიარება.
მე გამოვთქვი, როგორც ოფიციალური პირის პოზიცია, რომელიც პატივს სცემს რელიგიას და ეკელსიას და ვერანაირად ვერ გასცემს რეკომენდაციებს და მეორე ჩემი პირადი, როგორც ექიმის პოზიცია", — განაცხადა მან.
21 მარტს საგანგებო მდგომარეობაზე საუბრის დროს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ათზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალებოდა. ჟურნალისტების კითხვაზე ეხებოდა თუ არა ეს ეკლესიაში შეკრებებს გახარიამ უპასუხა, რომ ეს ეხება ყველას და ყველაფერს. მიუხედავად ამისა, საპატრიარქოში განაცხადეს, რომ წირვა-ლოცვა გაგრძელდება.
- ჯაღმაიძე: პრემიერმა განგვიმარტა, რომ 10 პირის შეკრება არ უნდა გავიგოთ ბუკვალურად
- ჯაღმაიძე: წირვა ჩატარდება, ვიზრუნებთ, რომ მრევლს ავუხსნათ, დისტანცია დაიცვან
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი დაამტკიცა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ დოკუმენტში საუბარია შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ უფლების შეზღუდვაზე, თუმცა რწმენისა და აღმსარებლობის უფლებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის.
პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენჯერმე დაუსვეს კითხვა, რა ხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ტაძარში ათზე მეტი ადამიანი შეიკრიბებოდა და გავრცელდებოდა თუ არა მათზე საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები. არჩილ თალაკვაძე ყოველ ჯერზე პასუხობდა, რომ რწმენისა და აღმსარებლობის უფლების შეზღუდვაზე დეკრეტში საუბარი არაა.
მისივე მოსაზრებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ათი ადამიანის შეკრებაზე საუბრისას, მანიფესტაციასა და შეკრებას გულისხმობდა.
- სახალხო დამცველი: შეკრების უფლების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხება
- ცქიტიშვილი: დაწესებული შეზღუდვა შეკრებაზე ეხება ეკლესიებსაც
- გომელაური: იმედი მაქვს, რომ არ იქნება დიდი შეკრებები და რასაც ვაკეთებთ ხოლმე აღდგომას, შეზღუდულად იქნება
- თალაკვაძე: რწმენისა და აღმსარებლობის უფლებასთან დაკავშირებით შეზღუდვა მოცემული არაა
საგანგებო მდგომარეობა: რა შეზღუდვები დაწესდება და რა არა
საქართველოს პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. დღეიდან 21 აპრილამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობისას დაწესდება შემდეგი შეზღუდვები:
- აიკრძალება შეკრება და მანიფესტაცია (პრემიერის განმარტებით, შეიზღუდება ათზე მეტი ადამიანის შეკრება და ეს ეხება ეკლესიასაც);
- სასამართლო სხდომები გაიმართება დისტანციურად;
- შეიზღუდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
- იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში და მის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები;
- საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 15 ათასით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
პრემიერის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს:
- საკომენდატო საათის შემოღებას;
- მედიის მუშაობის შეზღუდვას;
- სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვას;
- ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებას;
გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობისას ზიანი არ მიადგება საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მანდატით ჩატარებას გულისხმობს.
საგანგებო მდგომარეობისას მთავრობას ექნება უფლება:
- აუცილებლობის შემთხვევაში, შეზღუდოს საკუთრების უფლება. კერძოდ, საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
- კერძო სტრუქტურებს, ორგანიზაციებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
- აუცილებლობის შემთხვევაში, მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე დაარეგულიროს ფასები;
- დაადგინოს განათლების შესახებ კანონისგან განსხვავებული წესები;
- დაადგინოს საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები;
- დაადგინოს ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
- საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა მობილიზება;
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც, მთავრობას კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული ჰქონდა არაერთი შეზღუდვა, შედეგად ათეულობით ადამიანი სამსახურისა და შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა. პრემიერის თქმით, ამ საკითხზე მუშაობენ და უახლოეს დღეებში წარადგენენ გეგმას.
აქამდე შემოღებული წესებით კი შემდეგი შეზღუდვებია დაწესებული:
- მუშაობა შეწყვიტა ყველა სავაჭრო ობიექტმა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო და საფოსტო ქსელების, ბენზინგასამართი სადგურებისა და ბანკების გარდა;
- აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება;
- საზღვარი დაკეტილია ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის;
- საჰაერო მიმოსვლა შეწყდა ყველა კომპანიისთვის საქართველოს ავიახაზების გარდა;
- ყველას, ვინც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, კარანტინში გაუშვებენ;
- საჯარო დაწესებულებების ნაწილმა, მათ შორის, შსს-ს მომსახურების სააგენტომ და იუსტიციის სახლმა მომსახურებები შეზღუდა;
გარდა ამისა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტროს მიცემული აქვს რეკომენდაცია დისტანციურ მუშაობაზე. 70 წელზე ზევით მოხუცებს კი თვითიზოლაცია ურჩიეს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 54 პირი, გამოჯანმრთელებულია — 6. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანი.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.
-
მოისმინეთ განდაგანა ევროვიზიის ხორვატი მონაწილეების შესრულებით (ვიდეო) მოისმინეთ განდაგანა ევროვიზიის ხორვატი მონაწილეების შესრულებით (ვიდეო)
-
ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით
-
"რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ "რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ
გადახედვა
-
ტეხასში კურსდამთავრებული ცერემონიაზე ძაღლთან ერთად მივიდა — ნახეთ ვიდეო ტეხასში კურსდამთავრებული ცერემონიაზე ძაღლთან ერთად მივიდა — ნახეთ ვიდეო
-
შესაძლოა, ბერინგის სრუტეზე კაშხლის აშენებით კლიმატის ცვლილების შედეგები შემცირდეს შესაძლოა, ბერინგის სრუტეზე კაშხლის აშენებით კლიმატის ცვლილების შედეგები შემცირდეს
გადახედვა
-
ახალი რეკორდი: მზისგან რადიოსიგნალები 19 დღის განმავლობაში უწყვეტად იფრქვეოდა ახალი რეკორდი: მზისგან რადიოსიგნალები 19 დღის განმავლობაში უწყვეტად იფრქვეოდა
გადახედვა
-
2026 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია — ნახეთ სია 2026 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია — ნახეთ სია
გადახედვა
-
Global Tech Weekend Tbilisi 2026 — წლის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა თბილისში ბრუნდება Global Tech Weekend Tbilisi 2026 — წლის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა თბილისში ბრუნდება
-
პრორუსულმა არასამთავრობოებმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნეს პრორუსულმა არასამთავრობოებმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნეს
გადახედვა
-
ჩინეთმა კოსმოსში ადამიანის "ხელოვნური ემბრიონები" გაგზავნა ჩინეთმა კოსმოსში ადამიანის "ხელოვნური ემბრიონები" გაგზავნა
გადახედვა
-
მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის — ნახეთ, საქართველოს ბანკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეო მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის — ნახეთ, საქართველოს ბანკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეო
-
რომის პაპი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შეამცირონ AI-ის გამოყენება რომის პაპი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შეამცირონ AI-ის გამოყენება
გადახედვა
-
10 ვიდეოთამაში, რომლებიც რეალური ქალაქების მიხედვით შეიქმნა 10 ვიდეოთამაში, რომლებიც რეალური ქალაქების მიხედვით შეიქმნა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა თბილისის კომერციული უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კონფერენცია გამართა გალტ & თაგარტმა თბილისის კომერციული უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კონფერენცია გამართა
-
რუსი მიტროპოლიტი ილარიონი, რომელიც ილია II-ის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, ჩეხეთში ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს რუსი მიტროპოლიტი ილარიონი, რომელიც ილია II-ის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, ჩეხეთში ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოში აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლები იმყოფებიან
გადახედვა
-
"ტეზერმა", საქართველოს მთავრობასთან ერთად, ლარის სტეიბლკოინი, GELt (ჯიელტი) წარადგინა "ტეზერმა", საქართველოს მთავრობასთან ერთად, ლარის სტეიბლკოინი, GELt (ჯიელტი) წარადგინა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება ფორმალურია — გაუქმდა პროგრამა, რომელიც 30 000 პირს "ფიქტიურად" ასაქმებდა" ირაკლი კობახიძე: "დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება ფორმალურია — გაუქმდა პროგრამა, რომელიც 30 000 პირს "ფიქტიურად" ასაქმებდა"
გადახედვა
-
შალვა კერესელიძე: ვაინიცირებთ რეზოლუციის პროექტს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირების შესახებ შალვა კერესელიძე: ვაინიცირებთ რეზოლუციის პროექტს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირების შესახებ
გადახედვა
-
ავღანეთში ქორწინების ასაკი გოგოებისთვის 16-დან 9 წლამდე შემცირდა ავღანეთში ქორწინების ასაკი გოგოებისთვის 16-დან 9 წლამდე შემცირდა
გადახედვა
-
ბრიტანეთმა და რამდენიმე მოკავშირემ NATO-ში უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გეგმა დაბლოკეს ბრიტანეთმა და რამდენიმე მოკავშირემ NATO-ში უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გეგმა დაბლოკეს
გადახედვა
კომენტარები