"ამ ჯილდოთი საკუთარ სრულფასოვნებას აღვნიშნავ" — დემი მურის ემოციური სიტყვა ოქროს გლობუსზე
ფოტო: Rich Polk / GG2025 / Penske Media / Getty
ოქროს გლობუსი 2025-ის გამარჯვებულები სულ ცოტა ხნის წინ გამოვლინდნენ. ამერიკულ კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების რიგით 82-ე ცერემონია 5 იანვარს გაიმართა. წლევანდელი ცერემონიის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი მომენტი კი დემი მურისთვის ჯილდოს გადაცემა და მსახიობის ემოციური სიტყვით გამოსვლა იყო.
62 წლის მსახიობმა თავის კარიერაში პირველად მიიღო ოქროს გლობუსი. ჯილდო მას ფილმ The Substance-ში მთავარი როლის შესრულებისთვის გადაეცა. საკუთარ სამადლობელ სიტყვაში კი მურმა ყურადღება გაამახვილა განვლილ გზაზე შეხვედრილ სირთულეებზე, უმთავრესად, თავდაჯერების ნაკლებობაზე.
"ნამდვილად არ ველოდი. გაოგნებული ვარ. 45 წელზე მეტია, ამ საქმით ვარ დაკავებული და ეს პირველი შემთხვევაა, როცა რაღაც მოვიგე, როგორც მსახიობმა", — განაცხადა დემი მურმა, — "30 წლის წინ, ერთმა პროდიუსერმა მითხრა, პოპკორნის მსახიობი ხარო. ამან მაშინ მაფიქრებინა, რომ ასეთ ჯილდოს არ ვიმსახურებდი. რომ შემეძლო მეთამაშა წარმატებულ და შემოსავლიან ფილმებში, მაგრამ დავიჯერე, რომ არ შეიძლებოდა აღიარება მომეპოვებინა.
"ეს განცდა დროთა განმავლობაში მჭამდა და ბოლოს იქამდე მივედი, რომ რამდენიმე წლის ვიფიქრე, მორჩა, იქნებ, საკუთარი თავი ამოვწურე-მეთქი. და ასეთ მძიმე პერიოდში გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ჯადოსნური, გაბედული, თამამი, არაორდინალური და სრულიად არანორმალური ფილმის, The Substance-ის, სცენარი. ამით სამყარომ მიმანიშნა, შენი საქმე არ დაგისრულებიაო. და ძალიან მადლიერი ვარ [რეჟისორ] კორალი ფარჟასი, რომ ამ პერსონაჟის შესრულება მანდო. მადლიერი ვარ მარგარეტ კუოლისა, ჩემი მეორე ნაწილისა, რომლის გარეშეც ამას ვერ გავუმკლავდებოდი. მადლიერი ვარ იმ ადამიანებისა, რომლებიც 30 წელზე მეტია, ჩემ გვერდით დგანან, განსაკუთრებით მათი, ვისაც ჩემი მაშინაც კი სჯეროდა, როცა თავად არ მჯეროდა საკუთარი თავის.
"ბოლოსკენ, გეტყვით ერთ რამეს, რასაც, ჩემი აზრით, ეს ფილმიც შეეხება: არის მომენტები, როცა ვფიქრობთ, რომ არ ვართ საკმარისად ჭკვიანი, ლამაზი, გამხდარი, წარმატებული ან, უბრალოდ, საკმარისი. ერთმა ქალმა მითხრა, გახსოვდეს, რომ საკმარისი ვერასდროს იქნები, მაგრამ შეგიძლია საკუთარი თავის ფასი იცოდე, საზომ ხელსაწყოს თუ გვერდზე გადადებო. და დღეს ამ ჯილდოთი საკუთარ სრულფასოვნებას აღვნიშნავ. აღვნიშნავ ჩემს მამოძრავებელ სიყვარულს, საყვარელი საქმის კეთების ნიჭსა და იმის შემხსენებელს, რომ ჩემი ადგილი აქაა".
The Substance-ის პრემიერა გასული წლის კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც მას საუკეთესო სცენარისთვის ერგო ჯილდო. ოქროს გლობუსის ხუთგზის ნომინანტი ფილმის სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი კორალი ფარჟაა. ნაწარმოების მთავარი გმირი მივიწყებული კინოვარსკვლავია, რომელიც ასაკის გამო პროდიუსერს დაკარგავს, მერე კი, გაახალგაზრდავების მიზნით, შავ ბაზარზე ნაშოვნ უცნობ ნივთიერებას მიიღებს, თუმცა, მის ამ ქმედებას მოულოდნელი შედეგები მოჰყვება.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
კომენტარები