საქართველოს პარლამენტს COSAC-ის კონფერენციაზე მიწვევა გაუუქმდა
ფოტო: ლევან მახაშვილი
საქართველოს პარლამენტს COSAC-ის კონფერენციაზე მიწვევა გაუუქმეს. ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის საპასუხო განცხადებიდან ირკვევა.
მახაშვილი პოლონელ კოლეგებს ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას საყვედურობს და აცხადებს, რომ COSAC-ის რეგლამენტის 3.2 მუხლის მიხედვით, საქართველოს დელეგაციას უფლება აქვს, ჰყავდეს ორი წარმომადგენელი.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება რისკის ქვეშ აყენებს კონსტრუქციულ დიალოგს და უფრო მეტად ამწვავებს არსებულ სიტუაციას
"პატივცემულო აგნიეშკა პომასკა,
პატივცემულო ტომაშ გროდსკი,
გიდასტურებთ თქვენი 2024 წლის 6 დეკემბრის წერილის მიღებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) სხდომაში მონაწილეობისთვის საქართველოს პარლამენტის მოწვევის შესახებ. აგრეთვე, თქვენს 2024 წლის 23 დეკემბრის კომუნიკაციას შეცვლილი გადაწყვეტილების შესახებ, მხარი აღარ დაუჭიროთ COSAC-ის კონფერენციაზე მოწვევას (მიუხედავად იმისა, რომ COSAC-ის რეგლამენტის 3.2 მუხლის მიხედვით, საქართველოს დელეგაციას უფლება აქვს, ჰყავდეს ორი წარმომადგენელი).
გამოვხატავ ჩემს ღრმა შეშფოთებას ამ გადაწყვეტილების გამო, რადგან ის ძირს უთხრის დიალოგისა და თანამშრომლობის სულისკვეთებას - ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია მის ხელშეკრულებებში და COSAC-ის რეგლამენტის 1-ელ მუხლში. აგრეთვე, თქვენი გადაწყვეტილება COSAC-ის მომავალი ღონისძიებებისთვის ქმნის პრობლემურ ინსტიტუციურ პრეცედენტს.
საქართველომ შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობისთვის, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე, 2014 წლიდან ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას. ახალი მოწვევის საქართველოს პარლამენტი კი მტკიცედ აგრძელებს ამ პროცესს, რაც უზრუნველყოფს საქართველოს უკეთეს მზადყოფნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის, მათი გახსნისთანავე.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების კონფერენცია (COSAC) მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც პლატფორმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს მსგავს ქვეყნებს შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე დიალოგის ხელშეწყობისთვის. ეს ფორუმი იქცა კარგ შესაძლებლობად ურთიერთგაგების გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და არსებული გამოწვევების განსახილველად საპარლამენტო განზომილებაში. 2014 წლიდან, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს პარლამენტს აქვს COSAC-ში კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული მონაწილეობის ძლიერი გამოცდილება, რაც დადებითად აისახებოდა როგორც ჩვენს რეგიონზე, ისე მთლიანად ევროკავშირზე.
საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რჩება კანონის უზენაესობის, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვის ერთგული, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ევროკავშირის წევრი ან კანდიდატი ქვეყანა. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება არ ვთანხმდებოდეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასებაზე, COSAC კონფერენცია წარმოადგენს დიალოგის და არა დაყოფის ღირებულ შესაძლებლობას.
მეტიც, მე მჯერა მასპინძელი ქვეყნის საპატიო სტატუსის — ხელი შეუწყოს გულწრფელ დისკუსიებს და ღია დიალოგს, წაახალისოს ურთიერთმოსმენა და პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხების პატივისცემა. ჩვენი, როგორც პარლამენტარების მოვალეობა ხომ დიალოგისა და ურთიერთგაგების ხიდების მშენებლობაა მაშინ, როცა ეს შეიძლება სხვა დონეებზე გამოწვევად ჩანდეს.
ამასთანავე, პოლონეთი ოდესღაც იყო გამორჩეული მხარდამჭერი აღმოსავლეთის პარტნიორობის, რომელიც არის საერთო სარგებლობის ინიციატივა უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ხალხთაშორისი ურთიერთობის, ვაჭრობისა და გეოპოლიტიკის თვალსაზრისით. თქვენმა ასეთმა დასანანმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და ძირი გამოუთხაროს პოლონეთის გეოპოლიტიკურ ლიდერობას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შეშფოთებით მივიღე თქვენი წერილი, ვინაიდან თქვენი გადაწყვეტილება რისკის ქვეშ აყენებს კონსტრუქციულ დიალოგს და უფრო მეტად ამწვავებს არსებულ სიტუაციას, ასევე, უარყოფითად მოქმედებს თავმჯდომარე ქვეყნის — პოლონეთის — ავტორიტეტზე, სანდოობასა და ლიდერობაზე. ის ასევე შეიძლება გახდეს პრობლემური პრეცედენტი COSAC-ის მომავალი საქმიანობისთვის. ამ შესაძლებლობების გაწყვეტა მხოლოდ მეტ დაბრკოლებებს უქმნის თანამშრომლობას და COSAC-ის ინსტიტუციურ განვითარებას.
ძვირფასო კოლეგებო,
დასანანია თქვენი გადაწყვეტილება, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მე ღია ვარ შინაარსიანი დისკუსიებისთვის ორმხრივ ან მრავალმხრივ ფორმატებში, რათა ვიმსჯელოთ ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტებით და არა უსაფუძვლო ბრალდებებითა და აღქმებით. ასევე, იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ მომავალში ერთად მუშაობის გაგრძელებას კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებით, ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ დროს ჩვენი ქვეყნებისა და ერებისთვის ერთობლივი დადებითი შედეგების მისაღწევად." — წერს ლევან მახაშვილი
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვიზიტი გადადო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ.
ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისა და დასავლელი პარტნიორების უმრავლესობისთვის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები სადავოა, ხოლო ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები