BBC: მოლდოვა ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას
1-ელ იანვარს უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდება შეწყდა.
კიევმა ამ მოვლენას "ისტორიული დღე" უწოდა, თუმცა მეზობელ მოლდოვაში ამ გადაწყვეტილებას ენერგეტიკული კრიზისი შეიძლება მოჰყვეს.
კრიზისი დნესტრისპირეთში
BBC-ის ცნობით, სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთში, რომელიც მოლდოვას აღმოსავლეთით მდებარეობს, გუშინდელს შემდეგ გათბობით მხოლოდ საავადმყოფოები და კრიტიკული ინსფრასტრუქტურაა უზრუნველყოფილი.
"ცხელი წყალი მხოლოდ 2 საათამდე მოდიოდა — ახლა გათიშულია და გამათბობლებიც სულ ოდნავ თბება, გაზი ჯერ ისევ გვაქვს, თუმცა წნევა ძალიან დაბალია — მოგვეწოდება ის, რაც მილებში შემორჩა", — განუცხადა ბრიტანულ საზოგადოებრივ მაუწყებელს წყარომ.
დნესტრისპირეთის ქალაქების მაღალჩინოსნები "გათბობის პუნქტების" გახსნას ცდილობენ და ცხელი ხაზიც კი შეიქმნა შეშის მოპოვებაში დასახმარებლად. ოჯახებს მოუწოდეს, შეგროვდნენ ერთ ოთახში და ფანჯრებსა და კარებში სივრცეები, საიდანაც შეიძლება ცივი ჰაერი შემოვიდეს, ამოავსონ.
ახალი წლის პირველი დღე თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მზიანი იყო, თუმცა ღამით ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდა.
"ბინაში ახლა გრილა და ჩვენ არ ვიცით, როგორ ყინვას მოიტანს იანვარი", — აცხადებს ადგილობრივი.
ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები
ელექტროენერგია ჯერჯერობით ხელმისაწვდომია, თუმცა დნესტრისპირეთის მთავარი ელექტროსადგური კურჩუგანში უკვე გაზის ნაცვლად ქვანახშირით ფუნქციონირებს და ასე მხოლოდ 50 დღის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს.
ეს პრობლემაა არამხოლოდ დნესტრისპირეთისთვის, არამედ დანარჩენი მოლდოვისთვისაც, რომელიც ელექტროენერგიის 80%-ს კურჩუგანიდან იღებს.
მოლდოვის რესპუბლიკის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანას არსებული გაზის მარაგები გაზაფხულამდე ეყოფა, შემდეგ კი ელექტროენერგიის შეძენას ევროპიდან დაიწყებს, თუმცა ეს ხარჯების გიგანტურ ზრდას ნიშნავს.
გასულ თვეში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ბიზნესებსა და მოქალაქეებს მოუწოდეს, ელექტროენერგიის მოხმარება შეემცირებინათ.
გაზის ტრანზიტის მკვეთრი შეჩერება პრობლემებს უქმნის სლოვაკეთსა და უნგრეთსაც — ქვეყნებს, რომელთა ხელისუფლებებიც მოსკოვის მიმართ სიმპათიებით გამოირჩევიან.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები