ტყიბულში მეშახტეები მე-3 დღეა კომპანიისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ღია შეხვედრას ითხოვენ
ტყიბულში მეშახტეები მესამე დღეა კომპანიისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ღია შეხვედრას ითხოვენ. დღეს, 16 მარტს მათ ძიძიგურის სახელობის შახტამდე საპროტესტო მსვლელობას გამართეს. მეშახტეები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტყიბულელი მეშახტეების სიანფორმაციო ჯგუფი ავრცელებს.
ტყიბულელ მეშახტეებს სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ:
- სრულად აუნაზღაურდათ მეშახტეებს კომპანიის ბრალით გაცდენილი დღეები;
- სახელმწიფო უწყებების ჩართულობით დაუყოვნებლივ მოეწყოს ღია და საჯარო შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან;
- მეშახტეებს გააცნონ შახტის მდგომარეობის ამსახველი აუდიტორული დასკვნა და ის ღონისძიებები, რომლებიც უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად იგეგმება.
"ეს არის ჩვენი ადმინისტრაციის პასუხი, ადამიანურადაც რომ გამოვიდნენ გარეთ, სოლიდარობა გამოგვიცხადონ და აგვიხსნან რა მდგომარეობაა შახტაში, ამაზეც არ იწუხებენ თავს. კიდევ ერთხელ დავინახეთ ჩვენ და საზოგადოებამ თუ რა ყურადღებას აქცევს დღეს ადმინისტრაცია და კომპანია მეშახტეებს", — თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მეშახტეები ამბობენ, რომ აქციის შემდეგ მერიასთან გადაინაცვლებენ და იქ მოითხოვენ სახელმწიფო უწყებებმა ყურადღება გამოიჩინონ. მათი თქმით, უწყებებს მოთხოვნები წერილობით უკვე გაგზავნილი აქვთ.
ტყიბულელმა მეშახტეებმა სახელმწიფოს წარმმადგენლებს 14 მარტსაც მიმართეს. მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შედგეს მეშახტეების ღია შეხვედრა კომპანიასთან, სახელმწიფოს მონაწილეობით.
ტყიბულელი მეშახტეები კიდევ ერთხელ 13 მარტს გაიფიცნენ. გაფიცვის მთავარი მოთხოვნა თებერვალში პროტესტის შემდეგ მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულება იყო. მეშახტეები ამბობენ, რომ შახტის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ იქ არაფერი გამოსწორებულა. EMC-ს ინფორმაციით, 10 მარტს ძიძიგურისა და მინდელის შახტების დამაკავშირებელ სავენტილაციო გვირაბში მხუთავი აირით 3 მუშა მოიწამლა.
თებერვალში მეშახტეები საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოს და სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ. სამუშაო პროცესი მას შემდეგ აღდგა, რაც რეორგანიზაციის ბრძანებაში აისახა ის საკითხები, რომლებიც შრომით და სამართლებრივ უფლებებს არეგულირებდა. 13 მარტს ისინი სწორედ ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო გაიფიცნენ.
გასულ წელს კი, მინდელისა და ძიძიგურის შახტებში, დახლოებით, 30 მეშახტე ჩავიდა და პროტესტის ნიშნად ადგილის დატოვებას არ აპირებდა. მათ გაფიცვა 26 სექტემბერს შეწყვიტეს. ეკონომიკის მინისტრი ამ დღეს ტყიბულში ჩავიდა და მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ გამოჩნდა ახალი ინვესტორი კომპანია, რომელმაც იკისრა ვალდებულება, გაისტუმროს სოციალური გადასახადები, მათ შორის, დაზარალებული ოჯახების წინაშე.
ტყიბულში მეშახტეებს იგივე პრობლემებს 2018 წელსაც ჰქონდათ. მაშინ დასაქმებულები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რათა მათთვის წარედგინათ ოფიციალური დოკუმენტი, რომ ისინი შახტებში გამოძიების დასრულებამდე, ხელფასებს მიიღებდნენ. ტყიბულში 2018 წლის 16 ივლისს მინდელის შახტაში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დალუქა. მაშინდელმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ კი განაცხადა, რომ მინდელის შახტის დახურვის განმავლობაში მეშახტეებს ხელფასები აუნაზღაურდებოდათ.
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
კომენტარები