კომპანია Digital ads და მის ჰოლდინგში შემავალი ყველა ვებგვერდი imovies, adjaranet, myvideo, amindi კორონავირუსის პრევენციის მიზნით იწყებს საინფორმაციო კამპანიას — "სანახავი ჯერ კიდევ ბევრი გაქვს", რომლის ფარგლებში კომპანიის ყველა ვებგვერდზე განთავსდება რეკომენდაციები მოსახლეობისთვის, თუ როგორ დაიცვან თავი სახიფათო ვირუსისგან.

გარდა ამისა, Digital ads საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, მოსახლეობის ინფორმირებისთვის, თავის სარეკლამო ბადეს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს. "ძვირფასო მომხმარებლებო, გაუფრთხილდით არა მარტო თქვენს, არამედ გარშემომყოფთა ჯანმრთელობასაც. #სანახავიჯერკიდევბევრიგაქვს", — ვკითხულობთ Digital ads-ის განცხადებაში.