დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

ქართველმა მოჭადრაკემ, ნანა ძაგნიძემ გამარჯვება კორონავირუსთან მებრძოლ ქართველ ექიმებსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს მიუძღვნა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ძაგნიძემ შვეიცარიის ქალაქ ლოზანში გამართულ მსოფლიო ქალთა გრან პრის მესამე ეტაპზე 7 ქულა დააგროვა და გათამაშების გამარჯვებული გახდა.

"გამარჯვებას ვუძღვნი ექიმებს, რომლებიც მსოფლიო პრობლემას ებრძვიან ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით ადამიანს ადამიანთა შორის ბატონ ამირან გამყრელიძეს! რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა ჩემთვის მძიმე წუთებში. სამი კვირის წინ ჩემმა ჩინელმა კოლეგებმა მთხოვეს, ჩამეწერა მათთვის გასამხნევებელი ვიდეო კოლაჟისათვის წარმატებული სპორტსმენების თანადგომისა. მათ შეძლეს გაემარჯვათ და იმედია ჩვენც ერთად გავიმარჯვებთ!" — დაწერა მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების დღიდან ჩართულია პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებში. ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: