ირანის პარლამენტის 23 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას Foxnews პარლამენტის ვიცე-სპიკერ, აბდალრეზა მესრიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ირანელი კანონმდებლები კორონავირუსის გამო კოლეგებს მოუწოდებენ, რომ საზოგადოებასთან კონტაქტი შეწყვიტონ.

გარდა პარლამენტარებისა ირანში კორონავირუსი სხვა მაღალი თანამდებობის პირებსაც აღმოაჩნდათ. მათ შორის არიან: ირანის ვიცე-პრეზიდენტი ქალებისა და საოჯახო საკითხებში, მასუმე ებტეკარი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ირაჯ ჰარირჩი.

ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსის 2336 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი 77-ია.

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: