სოფელ აძვის მცხოვრები 70 წლის კაცი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ დააკავეს, თავისუფალია.

როგორც On.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ის უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

სუს-ის ინფორმაციით აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად მუშაობა გუშინვე დაიწყო. ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ასევე, ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.