საქართველოს ბანკის განმარტებით, მათ თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, კლიენტებთან მჭიდრო კომუნიკაცია არ ჰქონია
ფოტო: საქართველოს ბანკი
განახლება: მასალის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ საქართველოს ბანკის კორონავირუსით ინფიცირებულ თანამშრომელს შეხება არ ჰქონია მოქალაქეებთან. მოგვიანებით ბანკმა დააზუსტა, რომ მათ თანამშრლმელს მჭიდრო კომუნიკაცია არ ჰქონია კლიენტებთან და იდენტიფიცირებულია ყველა ადამიანი, რომელთანაც კომუნიკაცია ჰქონდა.
საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის შემდეგ ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომელია. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს საქართველოს ბანკში დაუდასტურეს.
ბანკში არ ადასტურებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული თანამშრომელი საქართველოში ჩამოფრენის შემდეგ კლიენტებს ემსახურებოდა. ასევე, არ ადასტურებენ იმასაც, რომ ფილიალი, რომელშიც აღნიშნული თანამშრომელი მუშაობდა, დახურულია.
მათივე ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი.
"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები", — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დაინფიცირებული არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე კი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღეს, 28 თებერვალს დაადასტურა.
ვირუსის პირველი შემთხვევა დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. მეორე კი პირს, რომელსაც ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველი ინფიცირებული საბაჟოდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სხვა ადამიანებთან შეხება არ ჰქონია. მეორე ინფიცირებულზე კი ახლა ადგენენ, ვისთან ჰქონდა კონტაქტი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ჩრდილო-იტალიაში ნამოგზაურებ პირებს 14 დღით თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცა.
გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
-
აჭარაში ინტერპოლით ძებნილი ქალი დააკავეს აჭარაში ინტერპოლით ძებნილი ქალი დააკავეს
გადახედვა
-
ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი — საქართველოს ბანკის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი — საქართველოს ბანკის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის
-
15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ფრენები იწყება 15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ფრენები იწყება
გადახედვა
-
სუს: 9 რეგიონში 14 სისხლის სამართლის საქმეზე 28 პირი დააკავეს სუს: 9 რეგიონში 14 სისხლის სამართლის საქმეზე 28 პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
-
თიბისი ტექსკოლა — ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს თიბისი ტექსკოლა — ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
-
ექსპრეს ლომბარდი — ჰკითხე ექსპერტს კამპანიის ფარგლებში, გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს ექსპრეს ლომბარდი — ჰკითხე ექსპერტს კამპანიის ფარგლებში, გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს
-
რუსეთში, დრონების თავდასხმის შემდეგ, "გაზპრომის" ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის რუსეთში, დრონების თავდასხმის შემდეგ, "გაზპრომის" ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის
გადახედვა
-
ფოთი — ჭადრაკის ქალაქი ფოთი — ჭადრაკის ქალაქი
-
სტივენ დაუთი: ყურადღებით ვაკვირდებით მზია ამაღლობელის პატიმრობას, ეს საქმე საქართველოს ხელისუფლებასთან დავაყენეთ სტივენ დაუთი: ყურადღებით ვაკვირდებით მზია ამაღლობელის პატიმრობას, ეს საქმე საქართველოს ხელისუფლებასთან დავაყენეთ
გადახედვა
-
მერია: "სადგურის მოედნის" და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია თვითნებურად განთავსებული უსახური კონსტრუქციებისგან გაიწმინდა მერია: "სადგურის მოედნის" და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია თვითნებურად განთავსებული უსახური კონსტრუქციებისგან გაიწმინდა
გადახედვა
-
უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა
გადახედვა
-
გორში მომხდარმა ავარიამდედა და მისი მცირეწლოვანი შვილი იმსხვერპლა გორში მომხდარმა ავარიამდედა და მისი მცირეწლოვანი შვილი იმსხვერპლა
გადახედვა
-
რეკორდულ ფასად გაყიდული T-rex-ის ნამარხები — რატომ არის ეს პრობლემა მეცნიერებისთვის რეკორდულ ფასად გაყიდული T-rex-ის ნამარხები — რატომ არის ეს პრობლემა მეცნიერებისთვის
გადახედვა
-
შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს
გადახედვა
-
ევროკავშირმა მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 120 მილიონი ევრო გამოყო ევროკავშირმა მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 120 მილიონი ევრო გამოყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
-
"რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა "რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა
გადახედვა
-
მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
კომენტარები