ქრთამის აღების ფაქტზე ყვარელში ეროვნული სატყეო სააგენტოს ორი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულები არიან ეროვნული სატყეო სააგენტოს ყვარლის სატყეო უბნის უფროსი და ამავე სატყეო უბნის სპეციალისტი.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეს მათ სამოქმედო
ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდის 6 თვით საძოვრად გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით თანხა გამოართვეს.

ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.