საინფორმაციო საშუალებებიდან ხშირად გვესმის ქრთამის აღების, გამოძალვის, ე.წ. ატკატის და, ზოგადად, კორუფციული სქემების შესახებ. თუმცა ერთია გაგონილი და მეორეა, როდესაც შენ თვითონ აწყდები კორუფციას.

ბევრი ფიქრობს, რომ ცალკეულ მოქალაქეს არ შეუძლია დანაშაულებრივ სისტემასთან შეჭიდება, თუმცა, სინამდვილეში, კორუფციის დამარცხებისთვის თითოეული ადამიანის ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია.

კორუფციასთან ბრძოლის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიე საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ვებგვერდს, ამ ტესტით კი შეამოწმე, ხარ თუ არა მზად ამ პრობლემასთან საბრძოლველად.

მერიაში მიწის რეგისტრაციის დასაჩქარებლად დეპარტამენტის უფროსი მისთვის ფულის გადახდას გთავაზობს. რას გააკეთებ?

ბაბუამ გითხრა, რომ სამსახურში შენს ასაყვანად თავის ძველ ნაცნობს, ერთ-ერთ მაღალჩინოსანს დაურეკა. როგორი რეაქცია გექნება?

საჯარო ბაგა-ბაღში შვილის რეგისტრაციის დროს ვებგვერდმა გაჭედა. უპრობლემოდ დარეგისტრირებისთვის ბაღების სააგენტოს თანამშრომელი 200 ლარის გადახდას გთავაზობს. რას იზამ?

სამინისტროში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მინისტრის ახლობელი დანიშნეს, რომელსაც საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია აქვს. შეიცავს თუ არა ეს კორუფციის ნიშნებს?

სოფლის გამგებელი ითხოვს, რომ განცხადების დაჩქარებით განხილვისთვის ერთი თავი ყველი მიუტანო. შენი პასუხი?

შენს რეგიონში ყველა სამანქანო გზას სულ ერთი და იგივე კომპანია აგებს. რა ხდება?

მინისტრს დეკლარაციაში ოჯახის წევრების შემოსავალი მითითებული არ აქვს

რას იზამ იმ შემთხვევაში, თუ უფროსის კორუფციული სქემის შესახებ შეიტყვე?

როგორ მოიქცევი თუ გაიგე, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება?

მერიაში დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასაყვანად გასაუბრებებს შენ ხელმძღვანელობ. გასაუბრებაზე შენი ნათლული მოვიდა. რას იზამ?

ტენდერის თანახმად, სკვერის მოწყობაში ქალაქის მერიამ 20 ათასი ლარი გადაიხადა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით კი, სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ 15 ათასი ლარი დახარჯა. რა ხდება?

სამართალდამცავების გარდა, ვის შეატყობინებდი კორუფციის შესახებ?

შენი აზრით, რა შეუძლია ერთ ადამიანს კორუფციის წინააღმდეგ?