პლაგიატის შესახებ პოსტერების სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია
17 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პლაგიატის შესახებ სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პლაგიატის შესახებ სტუდენტური პოსტერების კონკურსი მიმდინარეობდა პროექტის "აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)" ფარგლებში.
- პირველი ადგილი – თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი ლაშა კოტორაშვილი;
- მეორე ადგილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თაია ბუაჩიძე;
- მესამე ადგილი – თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე მერებაშვილი.
გამარჯვებულებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები მოიპოვეს.
"აკადემიური კეთილსინდისიერების პროექტი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებით ხორციელდება საქართველოში და დაფინანსებულია "ერასმუმ პლიუს"-ის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ. ჩვენ ეს პროექტი 2018 წელს დავიწყეთ და პროექტის ფარგლებში 70,000-ზე მეტი ნაშრომი უკვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაში აიტვირთა. ეს არის სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესი, რომ რაღაცნაირად მივეჩვიოთ, ინსტიტუციურ კულტურად ვაქციოთ. ეს არ არის სადამსჯელო ღონისძიება, ეს არის უფრო პრევენციაზეა მიმართული. აბსოლუტურად ყველა სალექციო კურსში იქნა ჩაშენებული ის ნაწილი, პირველი ლექცია ამით იწყება და ერთ-ერთი შემაჯამებელი, რაც ილიაუნიმ დაგეგმა ამ პროექტში იყო სტუდენტური კონკურსი", — განაცხადა ილიაუნის რექტორის მოადგილემ, ნინო დობორჯგინიძემ.
INTEGRITY ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტია. მისი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.
"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც "ერასმუმ პლიუს"-ის დაფინანსებით ხორციელდება საქართველოში, თავისი თემატიკიდან და მასშტაბიდან გამომდინარე. მსგავსი კონკურსი ასეთი პროექტის ფარგლებში არ ჩატარებულა ჩვენთან და ძალიან მოხარული და ამაყი ვარ, რომ ამდენი სტუდენტი ჩაერთო ამ კონკურსში", — აცხადებს ლიკა ღლონტი, "ერასმუმ პლიუს"-ის ეროვნული ფონდის კოორდინატორი.
პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პროექტი, რომლის კოორდინატორიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია, ხორციელდება თორმეტ ქართულ უმაღლეს სასწავლებელთან, წამყვან უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობით.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები