ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილთან ითანამშრომლოს, ეხმაურება და მარგველშვილს "პოლიტიკურ პლასტელინს" უწოდებს. როგორც კალაძე ამბობს, ის პოლიტიკაშ მეტი ადამიანის ჩარვას მიესალმება.

"რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკაში მე მივესალმები ამას. პოლიტიკურ პლასტელინს, არა მგონია, რომ რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთანაც", — განაცხადა კალაძემ.

ყოფილმა პრეზიდენტიმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა თავის წინამორბედს, მიხეილ სააკაშვილს ესაუბროს, თუ მას საქართველოში დემოკრატიის გაღრმავების ხედვა აქვს. ამის შესახებ მარგველაშვილმა გადაცემა კვირის აქცენტებში ისაუბრა.

"როცა ეხება საკითხი დემოკრატიული დღის წესრიგის გაღრმავებას, მზად ვარ ველაპარაკო ყველა პოლიტიკურ ფიგურას, მათ შორის სააკაშვილს, თუ მას აქვს ხედვა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.