ბელარუსის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ 1995 წელს შექმნილი სახელმწიფო გერბი გააუმჯობესოს. Meduza-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ცვლილება ეხება გლობუსს, რომლის ქვევით წარწერა "Рэспубліка Беларусь" (ბელარუსის რესპუბლიკა) არის დატანილი.

ამჟამინდელი გერბის გლობუსზე ბელარუსი რუსეთის დიდ ნაწილთან ერთადაა გამოსახული, განახლებულ ვარიანტში კი ბელარუსი ევროპის ქვეყნების გვერდითაა.

ფოტო: Pravo.by

იუსტიციის მინისტრის, ოლეგ სლიჟევსკის განმარტებით, ამჟამად გერბზე არის ნიუანსები, რომლებიც არასწორ ასოციაციას იწვევს, თუმცა კონკრეტულად რა იგულისხმა არ განმარტა.

გლობუსის გარდა გერბზე წითელი ვარსკვლავის გამოსახულების შეცვლასაც აპირებენ, რათა ნაკლებად "მეომრად" გამოიყურებოდეს. გარდა ამისა, ყვაილები უფრო მოცულობითი გახდება, ხოლო ქვეყნის ტერიტორიის კონტური ოქროსფერი იქნება.