ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი საფრთხეებს შეიცავს — არასამთავრობოები
ფოტო: Reuters
12 არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს აკრიტიკებს. ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ შემუშავებული უნდა იყოს მართვის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის გამჭვირვალობას და ეფექტურობას.
ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (OTA) ხდება ის ორგანო, რომელიც შეითავსებს ერთი მხრივ, უწყებებს შორის მარეგულირებლის, აკრედიტაციის გამტარებლის და აღმასრულებლის, ხოლო, მეორე მხრივ, კონტროლის განმახორციელებელი და ზედამხედველი ორგანოს ფუნქციები.
ორგანიზაციების განცხადებით, ცენტრალიზებული და დაუბალანსებელი სისტემა შეუძლებელია, იყოს ეფექტური და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული:
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ძალოვანი უწყება, რომელსაც, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, პირდაპირი ინტერესი აქვს, რომ ჰქონდეს მაქსიმალური წვდომა სხვადასხვა ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაზე. იგი ადვილად შეძლებს ამ ინტერესის დაკმაყოფილებას, თუ აღჭურვილი იქნება სამართლებრივი მექანიზმებით".
ორგანიზაციების განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიხედვით, დაუბალანსებელი და არათავსებადია მონაცემთა გაცვლის სააგენტოს (DEA) უფლება-მოვალეობები:
"იკვეთება, კერძო ორგანიზაციების ინფორმაციული სისტემების მართვის პროცესში უხეში და გაუმართლებელი ჩარევის რისკი. ამასთანავე, თუ ბანკები მიჩნეული იქნება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტად მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და ეროვნული ბანკის სახით გვექნება ორი განსხვავებული ბიუროკრატია დუბლირებული ფუნქციებით".
განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ კანონპროექტი ქმნის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესაძლებლობას სასამართლოს ნებართვის გარეშე. ორგანიზაციების განცხადებით, კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან არსებობს ადამიანის პირადი სივრცის ხელშეუხებლობის დარღვევის საფრთხე.
ხელმომწერი ორგანიზაციებია:
- საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაცია;
- Cyber House;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორთა ასოციაცია;
- საქართველოს სამეცნიერო-საგანმათლებლო კომპიტერული ქსელების ასოციაცია (GRENA);
- ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი (EMC);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
- რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
- ლიბერალური აკადემია.
-
ტეილორ სვიფტმა საშობაო ქველმოქმედებისთვის 2 მილიონი დოლარი გაიღო ტეილორ სვიფტმა საშობაო ქველმოქმედებისთვის 2 მილიონი დოლარი გაიღო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის
-
ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ სურსათის ფასების საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ სურსათის ფასების საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფარადეის 166-წლიანი საიდუმლო ამოხსნეს მეცნიერებმა ფარადეის 166-წლიანი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
"ოცნების" ხელისუფლებამ 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოაცხადა "ოცნების" ხელისუფლებამ 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოაცხადა
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კოსმოსში წელს ქვემოთ პარალიზებული ადამიანი გაუშვეს ისტორიაში პირველად, კოსმოსში წელს ქვემოთ პარალიზებული ადამიანი გაუშვეს
გადახედვა
-
DRI: "დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე თამარ მეარაყიშვილმა Facebook-ზე საჯაროდ მიმართა თვითაღიარებულ პრეზიდენტ ალან გაგლოევს" DRI: "დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე თამარ მეარაყიშვილმა Facebook-ზე საჯაროდ მიმართა თვითაღიარებულ პრეზიდენტ ალან გაგლოევს"
გადახედვა
-
კროსვორდი: ხარ თუ არა ახალი წლის ექსპერტი? კროსვორდი: ხარ თუ არა ახალი წლის ექსპერტი?
-
ყოველ დილით შენს თავს ჰკითხე — მე ამ ყავით თავს რა ვარგე? ყოველ დილით შენს თავს ჰკითხე — მე ამ ყავით თავს რა ვარგე?
-
1990-იანი წლების შემდეგ პირველად, რუსული მარცვლეული აზერბაიჯანის გავლით სომხეთში რკინიგზით გაიგზავნა 1990-იანი წლების შემდეგ პირველად, რუსული მარცვლეული აზერბაიჯანის გავლით სომხეთში რკინიგზით გაიგზავნა
გადახედვა
-
არქის გრანდიოზული საახალწლო დღესასწაული გრანდ ავენიუზე — მხოლოდ არქელებისთვის არქის გრანდიოზული საახალწლო დღესასწაული გრანდ ავენიუზე — მხოლოდ არქელებისთვის
-
დოდონატი — ჯადოსნური წრე, რომელიც არასოდეს ჩერდება დოდონატი — ჯადოსნური წრე, რომელიც არასოდეს ჩერდება
-
400 ახალი საბაზო სადგური — სელფის მასშტაბური განახლება 400 ახალი საბაზო სადგური — სელფის მასშტაბური განახლება
-
2022 წელს გრიგოლ ლილუაშვილმა "მთავარს" და "ფორმულას" ე.წ ქოლცენტრების საქმეზე "ცილისწამებისთვის" სამართლებრივი დავა მოუგო 2022 წელს გრიგოლ ლილუაშვილმა "მთავარს" და "ფორმულას" ე.წ ქოლცენტრების საქმეზე "ცილისწამებისთვის" სამართლებრივი დავა მოუგო
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი პერსონაჟი ხარ Stranger Things-ის ბოლო სეზონიდან? ქვიზი: რომელი პერსონაჟი ხარ Stranger Things-ის ბოლო სეზონიდან?
-
თამთა მიქელაძე: მნიშვნელოვანია ახლა მაინც გააქტიურდეს თბილისი და გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის თამთა მიქელაძე: მნიშვნელოვანია ახლა მაინც გააქტიურდეს თბილისი და გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის
გადახედვა
-
TI "ქართული ოცნების" მიერ რუსეთისკენ გადადგმულ 41 ნაბიჯს ასახელებს TI "ქართული ოცნების" მიერ რუსეთისკენ გადადგმულ 41 ნაბიჯს ასახელებს
გადახედვა
- ტრამვაის ხაზი, საბაგირო გზა, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია — რა პროექტებს მოიცავს 2026 წლის თბილისის ბიუჯეტი? ტრამვაის ხაზი, საბაგირო გზა, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია — რა პროექტებს მოიცავს 2026 წლის თბილისის ბიუჯეტი?
-
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი, რომელიც 2.2 მლნ-მდე ლარს შეადგენს, დამტკიცდა თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი, რომელიც 2.2 მლნ-მდე ლარს შეადგენს, დამტკიცდა
გადახედვა
-
გამოკითხვა: აირჩიე 2025 წლის საუკეთესო სერიალი გამოკითხვა: აირჩიე 2025 წლის საუკეთესო სერიალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ, რადგან ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტული "ახმეტელის თეატრისა" და "ვარკეთილის" მეტროსადგურების ხაზების დაგრძელებაა კახა კალაძე: მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ, რადგან ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტული "ახმეტელის თეატრისა" და "ვარკეთილის" მეტროსადგურების ხაზების დაგრძელებაა
გადახედვა
კომენტარები