როგორ ბედავთ ჩვენს ჟურნალისტზე საუბარს მორალისა და ზნეობის ჩარჩოებში — ინგა გრიგოლია ანრი ოხანაშვილს
"როგორ ბედავთ ჩვენს ჟურნალისტზე საუბარს მორალისა და ზნეობის ჩარჩოებში", — ასე მიმართლა ტელეკომპანია პირველის დირექტორმა და ტელეწამყვანმა, ინგა გრიგოლიამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მას შემდეგ რაც ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ამავე ტელეკომპანიის ეთერში წამყვანი თამარ ჩიხლაძე გალანძღა. დეპუტატმა წამყვანს უპასუხისმგებლო ჟურნალისტი და ამორალური ადამიანი უწოდა.
"ვის უწუნებთ ბატონო ანრი და ბატონო ხელისუფლებავ მორალსა და ზნეობას თამარ ჩიხლაძეს, რომელიც მართლა ვარსკვლავია ქართული ჟურნალისტიკის თავისი ღირსებით, თავისი პროფესიონალიზმით, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების უმაღლესი ხარისხით, — განაცხადა გრიგოლიამ დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში.
მან ოხანაშვილს განუმარტა, თუ რატომ მიიწვიეს ის რესპონდენტი ეთერში, რომელიც მას ემუქრებოდა და გააკრიტიკა იმის გამო, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ერევა.
"ბატონო ანრი, თუ ვერ გაიგეთ ამდენი ხანი, ახლა მე დამარცვლით აგისნით. მოიყვანა ეს ადამიანი იმიტომ, რომ ეს კაცი საუბრობდა, რომ პოლიციელებმა ის სცემეს. სისტემის ძალადობაზე საურობდა დაკავების შემდეგ. გესმით თქვენ რა არის ჟურანლისტიკა? მართლა ვინ დაგნიშნათ თქვენ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის მაკონტროლებლად? მართლა ვინ დაგნიშნათ თქვენ ჩვენს უფროსებად? მართლა ვინ გითხრათ, რომ ჩვენ უნდა გვასწავლოთ ჭკუა?" — განაცხადა მან.
გრიგოლიამ მაყურებელს გაახსენა შემთხვევები, როცა სამთავრობო გუნდის წევრები ტელეკომპანია პირველს უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ და ის ფაქტიც, რომ შსს-ს ამ დრომდე არ გამოუძიებია TV პირველის ჟურნალისტებზე თავდასხმა, რომელიც ოცნების აქცია-კონცერტზე მოხდა.
"ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს რა ტონში გველაპარაკება ამ ბოლო დროს ხელისუფლება", — აღნიშნა წამყვანმა.
ანრი ოხანაშვილი დღეს, 12 თებერვალს დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში იყო მიწვეული ევროპელი საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას პატიმრობის განსახილველად, თუმცა ამის ნაცვლად ტელეკომპანიის ეთერში გასული აქამდე გადაცემის კრიტიკა დაიწყო.
ოხანაშვილის გაღიზიანება მოყვა ჩიხლაძის ადრინდელ გადაცემას, რომელშიც სტუმრად მიწვეული იყო პირი, რომელსაც დეპუტატი ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებდა. ამავე გადაცემაში ოხანაშვილიც იყო მიწვეული, თუმცა არ მივიდა, რადგან ეს შეურაცხმყოფელად მიიჩნია. დღევანდელ ეთერში მან ტელეკომპანია პირველს შესთავაზა გეგმა, თუ როგორ უნდა გაეშუქებინათ მისი საქმე "ობიექტურად".
"მორალი და ზნეობა არის უპირველესი ღირებულება, რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს რა პროფესიაშიც არ უნდა იყოს და როდესაც ამ სტანდარტს და ღირებულებას გადაუხვევ იქ ჩივილს აზრი არ აქვს. რაზე მელაპარაკებით დიანა, მორალი და ზნეობა თუ არ გააჩნია ადამიანს რომელ ჩივილზეა საუბარი... თამარ ჩიხლაძეს მორალური უფლება არ აქვს მე სადმე მიმიწვიოს", — ასე უპასუხა მან დიანა ტრაპაიძეს, რომელმაც ურჩია, რომ შეთანხმებულ თემაზე ესაუბრა, თამარ ჩიხლაძისთვის კი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ეჩივლა ან მის გადაცემაშივე მისულიყო.
გარდა ამისა, დეპუტატი ასწავლიდა ტრაპაიძეს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ობიექტური ჟურნალისტი და მასაც აკრიტიკებდა იმის გამო, რომ კოლეგის საქციელზე "მორალურ პასუხისმგებლობას" არ გრძნობდა.
ვახტანგ რობაქიძესა და ანრი ოხანაშვილს შორის ინციდენტი 14 იანვარს ბაკურიანში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რობაქიძემ ქართული ოცნების დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.
რობაქიძე ამავე დღეს დააკავეს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მას სამდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ვახტანგ რობაქიძემ პოლიცია ძალადობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, პოლიციამ მუცლის არეში დაარტყა ხელი მაშინ, როცა მას ალკოჰოლურ თრობაზე ამოწმებდნენ.პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.
19 იანვარს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით რობაქიძეს 7 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რასაც ადვოკატი შერჩევით სამართალს უწოდებს. მისი თქმით, მსგავს საქმეებზე სხვა შემთხვევებში გირაოს რაოდენობა 2 ათას ლარს არ აღემატება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები