ფემიციდი და ძალადობა ქალებზე საქართველოში - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის აქცენტები
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების შესახებ მომზადებულ წლიურ ანგარიშშიმნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს საქართელოში არსებულ ოჯახში ძალადობის პრობლემაზე. დოკუმენტში ნახსენებია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ქალთა მკვლელობის ფაქტები, გაუპატიურება, ასევე ნაადრევი ქორწინებები, სტიგმა აივ/შიდსით ინფიცირებულთა მიმართ.
სექსუალური ძალადობა ქალებზე
სახელმწიფო დეპარტამენტი, 2015 წელს, საქართველოში გაუპატიურების სტატისტიკასა და კანონმდებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობას განიხილავს. ქართული კანონმდებლობით, გაუპატიურება არალეგალურია, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში მომხდარ გაუპატიურებას. სექსუალური ძალადობა შეიძლება ჩაითვალოს კრიმინალურ საქმედ, თუკი მსხვერპლი გაასაჩივრებს. პირველ ჯერზე, დამნაშავეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განმეორებით შემთხვევაში - 10. იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი დაორსულდა ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით დაავადდა, სასჯელის ზომა იზრდება 15 წლამდე. 2015 წლის ბოლოს, ოფიციალური მონაცემებით, გაუპატიურების 54 ფაქტი გამოვლინდა მაშინ, როდესაც წინა წელს 33 იყო. 2015 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 7 ქალი მოკლეს.
ფემიციდი და ძალადობა ოჯახში
სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ფემიციდისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდაზე მიუთითებს. როგორც დოკუმენტში წერია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2015 წელს, ოჯახში ძალადობის შედეგად 7 ქალი მოკლეს. სახალხო დამცველის მიხედვით, იანვრიდან ოქტომბრამდე 24 საქმეზე დაიწყო გამოძიება, რომლიც უკავშირდებოდა ქალების მკვლელობას, ან მკვლელობის მცდელობას. ამ ფაქტებიდან 14 იყო ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, ან გენდერული ნიშნით ჩადენილი.
ქართული კანონმდებლობით, ოჯახში ძალადობა ითვალისწინებს ჯარიმას, ან 80-დან 150 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას. ორსული ქალის, არასრულწლოვნის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ან არასრულწლოვნის თვალწინ ჩადენილი ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ, ისჯება 100-დან 200 საათამდე საზოგადოებრივი შრომით, ან თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე იშველიებს მთავარი პროკურატურის მოანცემებს, რომლის მიხედვითაც 2015 წელს, ძალადობობის ბრალდებით, 726 პირი დაისაჯა მაშინ, როდესაც წინა წელს 411 პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.
სახალხო დამცველის თქმით, ის პირები, რომლებიც გადაურჩნენ მოძალადეებს, არ მიმართავენ სამართალდამცავ უწყებებს, მანამ სანამ კრიტიკულ სიტუაციამდე არ მივა მათი მდგომარეობა. აღნიშნული ფაქტი გამოწვეულია კანონის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობით, სამართალდამცავი უწყებების მიმართ უნდობლობით და სოციალური სტიგმით.
შემაკავებელი ორდერები მოძალადეს უკრძალავს 6 თვის განმავლობაში მსხვერპლთან მიახლოებასა და ისეთი საერთო საკუთრების გამოყენებას, როგორიცაა, საცხოვრებელი, ან მანქანა. შემაკავებელი ორდერის პირველ ჯერზე დარღვევა ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს, განმეორებით კი, სისხლის სამართლებრივ დასჯას. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ გაზრდილი კრიმინალური შემთხვევების გამო, პოლიცია თავიდან ირიდებს პირის მეორედ დადანაშაულებას.
სერვისი ძალადობის მსხვერპლთათვის
როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული, ადგილობრივმა არასამთავრობოებმა მთავრობასთან თანამშროლობით შექმნეს 24 საათიანი ცხელი ხაზი და თავშესაფარები ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის. ქვეყნის 10 რეგიონიდან, მხოლოდ 4-ში არის ამგვარი თავშესაფარი. მათში განთავსებულია კრიზისულიც ცენტრები, რომლებიც უზრუნველყოდენ მსვერპლთათვის ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და იურიდიულ დახმარებას.
სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ მიუხედავად მაღალი სტანდარტის პირველადი ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურისა, თავშესაფრები არ უზრუნველყოფენ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას და გრძელვადიანი საცხოვრებლის პოვნაში დახმარებას. რაც შეეხება ცხელი ხაზის მომსახურეობას, ომბუდსმენი მასაც დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ოპერატორები არცერთი უმცირესობის ენაზე არ საუბრობენ.
ნაადრევი ქორწინება
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს სოფლებში და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებზე ქორწინების მიზნით გატაცების ფაქტებს, თუმცა მიუთითებს რომ ეს არც ისე ხშირია. ასეთი გატაცებები ხშირად წყვილთა ურთიერთშეთანხმებით ხდება და პოლიციაც ნაკლებად ერევა, მიუხედავად იმისა რომ კანონი კრძალავს მოტაცებას.
შევიწროვება
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე წერს, რომ საქართველოში არსებობს სექსუალური შევიწროვების პრობლემაც. ასეთი სახის დანაშაულს კანონი არ კრძალავს და შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან რეაგირება იშვიათია. გაეროს კომიტეტი ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ აღნიშნავს, რომ პატრიარქალურმა დამოკიდებულებებმა და სტერეოტიპებმა ოჯახში ღრმად გაიდგა ფესვები.
რეპროდუქციული უფლება
“წყვილებს კანონიერი უფლება აქვთ განსაზღვრონ შვილის ყოლის დრო და რაოდენობა. მათ შეუძლიათ თვითონვე მართონ თავიანთი რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ჰქონდეთ თავისუფალი წვდომა ამისათვის საჭირო ინფორმაციაზე, ყველანაირი დისკრიმინაციის, იძულებისა და ძალადობის გარეშე”.- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, საქართელოში კანონი უზრუნველყოფს ქალებისა და მამაკაცების თანასწორობას როგორც სამუშაო ადგილზე, ისე ოჯახში და ქონებრივი ქონებრივი დავებისას, თუმცა, არის შემთხვევები, როცა კანონით გარანტირებულ ამ მოცემულობას პატივს არ სცემენ.
აშშ-ს სახელწმიფო დეპარტმანეტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ 2015 წლის ანგარიში დღეს, 14 აპრილს გამოაქვეყნა. სხვა ქვეყნების მსგავსად, ანგარიში ეხება საქართველოსაც.
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
კომენტარები