საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ საერთაშორისო წარმატება მოიპოვა
დავის გადაჭრის ალტერნატიული გზები, მედიაციის მიმართულებით გაძლიერებული სწავლება, სამართლებრივი ინგლისურის საერთაშორისოდ აღიარებული კურსი, პრაქტიკული სწავლება და საერთაშორისო კონკურსებში აქტიური მონაწილეობა სრული დაფინანსებით... ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამართლის სკოლამ არაერთი წარმატება მოიპოვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო არენაზე და ჩვენი ქვეყნისთვის, თამამად შეიძლება ითქვას, ისტორია დაწერა:
- საერთაშორისო მედიაციის კონკურსში - INADR (Poland) Mediate’19 — International Mediation Competition-ის პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი;
- INADR (Athens) - International Mediation Competition — საერთაშორისო მედიაციის ამერიკულ კონკურსში მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი;
- საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული მედიაციის კონკურსში — ICC 14th International Commercial Mediation Competition (Paris) — მესამე საპრიზო ადგილი.
ანა ხურციძე, სამართლის სკოლის დირექტორი: "თანამედროვე ეპოქაში იურიდიული განათლება აღარ გულისხმობს მხოლოდ თეორიულ ცოდნის მიცემას. კარგ იურისტს დღეს ინტერდისციპლინური განათლება და კარგად განვითარებული პრაქტიკული უნარები სჭირდება. ჩვენი სამართლის სკოლის პროგრამებიც ამ პრინციპზეა აგებული.
ჩვენი სტუდენტები პირველივე კურსიდან ეუფლებიან პრაქტიკულ უნარებს იმიტირებულ სასამართლო დარბაზში, სადაც ირგებენ ადვოკატის, პროკურორის ან მოსამართლის როლს. ეს მათ სამომავლოდ, რეალურ სასამართლო გარემოში ადაპტირებაში ეხმარებათ. სწავლება მთლიანად აგებულია კაზუსებზე და რეალური შემთხვევების განხილვა/ამოხსნაზე. სწავლებისას განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სამართლებრივი ინგლისურის გაძლიერებულ შესწავლაზე.
სტუდენტებს აქტიურად ვთავაზობთ საერთაშორისო პროექტებში და კონკურსებში მონაწილეობას სრული დაფინანსებით, რაც მათი წარმატებული დასაქმების ხელშემწყობი გარემოებაა.
ჩვენი საერთაშორისო წარმატებები მართლაც უნიკალურია ჩვენი ქვეყნისთვის და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ჩვენი პროგრამები და შერჩეული სწავლების მეთოდები თანაბარკონკურენტულია საქვეყნოდ აღიარებულ სამართლის სკოლებთან. წელს განსაკუთრებით ამაყი ვარ ჩვენი სკოლის საერთაშორისო წარმატებებით".
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი პირველია საქართველოდან, რომელმაც პარიზში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული მედიაციის კონკურსში (ICC Commercial Mediation Competition, Paris) მესამე საპრიზო ადგილი აიღო.
შემდეგ იყო ათენი, INADR -საერთაშორისო მედიაციის ამერიკული კონკურსი, სადაც ჩვენი სამართლის სკოლის გუნდი ფინალისტ 4 გუნდს შორის მოხვდა, ბოლო რაუნდში ირლანდიის ბელფასტის უნივერსიტეტი დაამარცხა და კონკურსის მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.
და ბოლოს, სულ ახლახანს, ჩვენი სამართლის სკოლის გუნდი გახდა პირველი ქვეყნის მასშტაბით, რომელმაც გაიმარჯვა საერთაშორისო მედიაციის კონკურსში — INADR Mediate’19 — International Mediation Competition (Poland) და გახდა საუკეთესო ადვოკატ-კლიენტის გუნდის ტიტულის მფლობელი. პრიზად გადმოგვეცა 2020 წელს, აშშ-ში, ჩიკაგოში, მედიაციის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის დაფინანსება.
ჩვენი სტუდენტების ყველა ეს გამარჯვება, სკოლის, მწვრთნელების და მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი წარმატებისთვის სწორ გზაზე ვდგავართ.
მარი შარაძე, სტუდენტი: "საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისთანავე, დავიწყეთ პრაქტიკული სწავლება იმიტირებულ სასამართლო დარბაზში. ამასთან, სასწავლო პროცესი მთლიანადაა აგებული ე.წ. Case Study-ზე, რაც იმდენად საინტერესო და შემეცნებითია, რომ სტუდენტობის ეტაპიდანვე გაძლევს პრაქტიკული საქმიანობის თავდაჯერებას.
ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, ყველაზე გამორჩეული მაინც მედიაციის, როგორც დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალების განსაკუთრებული შესწავლაა, რადგან დღეს ეს აქტუალური გახდა და ამ მხრივ ბაზარზე შესაბამისი უნარებით აღჭურვილი სპეციალისტების დეფიციტია. საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შეგვიძლია ეს უნარები საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდებით შევითვისოთ.
ის წარმატებები, რომლებსაც ჩვენმა გუნდმა 2019 წელს მიაღწია, იმ ცოდნის შედეგია, რაც უნივერსიტეტმა მოგვცა. ამასთან, საერთაშორისო დონეზე მსგავსს კონკურსში მონაწილეობას სათანადო დონის ინგლისურის ცოდნა სჭირდება, რაც ჩვენთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს".
საქართველოს უნივერსიტეტში სწავლა წარმატების მიღწევასთან პირდაპირაა დაკავშირებული, ყველა რესურსი მორგებულია სტუდენტებზე, სწავლების პროცესი კი აგებულია ანალიტიკურ მეთოდებზე. ვფიქრობ და უკვე დარწმუნებულიც ვარ, რომ თავის დროზე მიღებულ გადაწყვეტილებას — საქართველოს უნივერსიტეტის არჩევის სახით, სწორ მიზნამდე მივყავარ.
-
-
-
გადახედვა9-წლიანი პაუზის შემდეგ, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანს ესტუმრება 9-წლიანი პაუზის შემდეგ, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანს ესტუმრება
-
გადახედვაჯიმ ო'ბრაიენმა ანტი-ლგბტ კანონის მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა ჯიმ ო'ბრაიენმა ანტი-ლგბტ კანონის მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა
-
გადახედვაკახა კალაძე: ვფიქრობ, რომ ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს — მგონი ფეისბუქის ადმინად ხაბეიშვილი "ჩაუდეს" კახა კალაძე: ვფიქრობ, რომ ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს — მგონი ფეისბუქის ადმინად ხაბეიშვილი "ჩაუდეს"
-
გადახედვააშშ-ის ავიაციამ იემენი დაბომბა აშშ-ის ავიაციამ იემენი დაბომბა
-
გადახედვაოკუპირებული ცხინვალიდან აპრილში უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს ოკუპირებული ცხინვალიდან აპრილში უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს
-
გადახედვაალკოჰოლის მოხმარება 6 ტიპის სიმსივნესთან დააკავშირეს ალკოჰოლის მოხმარება 6 ტიპის სიმსივნესთან დააკავშირეს
-
გადახედვაSnoop Dogg და Dr. Dre ახალ საერთო ალბომზე მუშაობენ Snoop Dogg და Dr. Dre ახალ საერთო ალბომზე მუშაობენ
-
-
გადახედვაალექსანდრ ლუკაშენკო: უკრაინა უნდა მიხვდეს, რომ ქვეყნის აღდგენაში, ბელორუსები დაეხმარებიან ალექსანდრ ლუკაშენკო: უკრაინა უნდა მიხვდეს, რომ ქვეყნის აღდგენაში, ბელორუსები დაეხმარებიან
-
გადახედვაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
-
გადახედვაჰასან ნასრალას დროებით გასაიდუმლოებულ ადგილას დაკრძალავენ ჰასან ნასრალას დროებით გასაიდუმლოებულ ადგილას დაკრძალავენ
-
გადახედვალავროვი აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებაში დაეხმარება ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებაში დაეხმარება
-
-
გადახედვა"ბევრი აღარ დამრჩა" — ელტონ ჯონმა ფილმის პრემიერისას ჯანმრთელობაზე ისაუბრა "ბევრი აღარ დამრჩა" — ელტონ ჯონმა ფილმის პრემიერისას ჯანმრთელობაზე ისაუბრა
-
-
გადახედვარუსეთი ოკუპირებულ ცხინვალში სამხედრო ბაზის მიწას ოფიციალურად იმტკიცებს რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალში სამხედრო ბაზის მიწას ოფიციალურად იმტკიცებს
-
გადახედვაჯონსონი საპირფარეშოში მოსასმენი აპარატების აღმოჩენას ნეთანიაჰუს ვიზიტს უკავშირებს ჯონსონი საპირფარეშოში მოსასმენი აპარატების აღმოჩენას ნეთანიაჰუს ვიზიტს უკავშირებს
-
გადახედვაისრაელმა დამასკოში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩო დაბომბა — არის მსხვერპლი ისრაელმა დამასკოში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩო დაბომბა — არის მსხვერპლი
-
გადახედვაროგორ დავინახავდით იუპიტერის დიდ წითელ ლაქას, ინფრაწითელ სინათლეს რომ აღვიქვამდეთ როგორ დავინახავდით იუპიტერის დიდ წითელ ლაქას, ინფრაწითელ სინათლეს რომ აღვიქვამდეთ
კომენტარები