ჩინური ავტომობილების გაორმაგებული იმპორტი — ბაზრის ტენდენციები და მიმოხილვა TEGETA CARS-ისგან
ფოტო: თეგეტა
2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლის ამ მონაკვეთში ქვეყანაში 27 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ჩინური მანქანების იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 111%-ით მეტია. ამის მიზეზად სფეროს სპეციალისტები ძირითადად ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციას ასახელებენ. თუმცა გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალ კომპანია Tegeta Cars-ში განმარტავენ, რომ ჩინური ავტომობილების პოპულარიზაცია არა მარტო საქართველოში, არამედ თითქმის მთელ მსოფლიოში აშკარაა, რაც სტატისტიკური მაჩვენებლებითაც დასტურდება. უკანასკნელი 7-8 წლის განმავლობაში ჩინური საავტომობილო კომპანიების ნაწილმა წარმოების პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. შეცვალა და გააუმჯობესა ტექნოლოგიები, უსაფრთხოების სისტემები, ინტერიერში დაიწყო ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენება. შედეგად პროდუქციის ხარისხით ჩინური წარმოება კორეას, იაპონიასა და, რიგ შემთხვევებში, გერმანიასაც კი გაუთანაბრდა. ამას ემატება კონკურენტული ფასი. სწორედ ამ კომპონენტების ერთობლიობამ განაპირობა საერთაშორისო ბაზრებზე ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა.
ფოტო: თეგეტა
გაგა კოხრეიძე, მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცრის მოადგილე: „ჩინურმა ბრენდებმა მჭიდრო პარტნიორობა დაიწყეს გერმანულ და იაპონურ ავტომწარმოებლებთან. შეისწავლეს მათი წარმოების მეთოდები, აითვისეს უკვე გამოცდილი კომპანიების ტექნოლოგიები და მსოფლიოს სრულიად განსხვავებული პროდუქცია შესთავაზეს. ამასთანავე, უშუალოდ ადგილობრივ ბაზარზე არსებული დიდი კონკურენცია კონკრეტულ მწარმოებლებს უბიძგებს, მუდმივად იზრუნონ ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე, დახვეწონ დიზაინი, უსაფრთხოებისა და დაკიდების სისტემა თუ ელექტრობატარეა. შედეგად, გაჩნდა მოთხოვნა როგორც საცალო მომხმარებლების, ისე კომპანიების მხრიდან, შეიძინონ ბიუჯეტური, მაგრამ მაღალი ხარისხის ავტომობილები. გადაწყვეტილება პრაქტიკულია, რასაც ექსპლოატაციის დროს დანახარჯების შემცირებაც ემატება. განსაკუთრებული აქცენტი ელექტრომობილებზეა, რადგან ბატარეებზე მაღალი ხელმისაწვდომობის გამო, მათი წარმოება ჩინეთს იაფი უჯდება. მაგალითისათვის, ერთი და იმავე სიმძლავრის ბატარეით აღჭურვილი გერმანული ავტომობილი, ჩინურთან შედარებით, 2-ჯერ ან 3-ჯერ ძვირია“.
ჩამოთვლილ უპირატესობებთან ერთად, ჩინურ მწარმოებლებზე საუბრისას, დიდია რისკის შემცველი ფაქტორებიც. პირველ რიგში, ეს არის გაჯერებული ადგილობრივი (ჩინური) ბაზარი, სადაც დღეისათვის 100-ზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი. მათი უმეტესობა ევროპულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შედეგად კი ვერ უძლებს კონკურენციას და იხურება. ფუნქციონირებას განაგრძობს მხოლოდ ის, რომლის უკანაც სანდო და გამოცდილი ბრენდი დგას. ასევე მნიშვნელოვანია, ბრენდს ამა თუ იმ ქვეყანაში ოფიციალური წარმომადგენლობა ჰყავდეს, რომელიც პრობლემის დადგომის შემთხვევაში პასუხისმგებლობას აიღებს. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ ცალკეული ინდივიდების მიერ შემოყვანილი ავტომობილები არა ევროპული, არამედ ჩინური ბაზრისთვის არის განკუთვნილი და სტანდარტიც შესაბამისია. ამ კონტექსტში Tegeta Cars-ში კიდევ ერთ საყურადღებო გარემოებაზე მიუთითებენ.
"გარკვეული საფრთხეები მართლაც არის და მომხმარებლის სკეპტიციზმიც ჩინურ ავტომობილებთან დაკავშირებით ნაწილობრივ ლოგიკურია. თუმცა არსებობს მთელი რიგი კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდობლობის ფაქტორები აღარ რჩება და მომხმარებელი ყიდულობს ხარისხიან ავტომობილს ხელმისაწვდომ ფასად.
მოკვლევის პროცესში, უპირველესად, ვარკვევთ დედა კომპანიას, რომლის შემადგენლობაშიც შედის კონკრეტული ბრენდი. ასევე უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების საერთაშორისო ლაბორატორიის (NKP) ტესტირების გავლა. შემოწმება ევროპული სტანდარტით მიმდინარეობს და ისეთ მახასიათებლებს ითვალისწინებს, როგორიც, პირველ რიგში, უსაფრთხოებაა. სათანადო შემოწმების შემდეგ კომპანია ხუთვარსკვლავიანი სისტემით ფასდება. ხუთი ვარსკვლავი აქვს Mercedes-სს, BMW-სა და მათთან ერთად ჩინური წარმოების Geely-სა და Zeekr-საც. სხვა შემთხვევაში ბრენდი ევროპულ ბაზარზე ვერ მოხვდება.
მაგალითად, Zeekr, რომლის პირველი მოდელიც 2021 წელს გაიყიდა, თავისი შოურუმით გვხვდება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა გერმანია, ჰოლანდია, შვედეთი, საფრანგეთი, აზიის არაერთი ქვეყანა და სამხრეთი ამერიკა. თუმცა ევროპა არის თამასა ყველა ავტომწარმოებლისთვის როგორც გამონაბოლქვის სტანდარტებით, ისე სერტიფიცირებით. თუ ბრენდი ევროპაში წარმატებულია, ეს ნიშნავს, რომ მას ყველაზე უსაფრთხო, ეკომეგობრული და ხარისხიანი ავტომობილები ჰყავს წარმოებაში", — ამბობს გაგა კოხრეიძე.
ფოტო: თეგეტა
ევროპის წამყვან ქვეყნებთან ერთად, ჩინური წარმოების Geely და Zeekr საქართველოშიც არის წარმოდგენილი. მისი ოფიციალური იმპორტიორი Tegeta Cars-ია. Geely Auto ავტოგიგანტის, Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდია.
Geely Holding უმსხვილეს ავტომწარმოებლებს შორის ჩინეთში მეშვიდე ადგილს იკავებს და მსოფლიო ბაზარზე უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. ამასთანავე, ის შვედური Volvo-ს მფლობელია. სწორედ სკანდინავიური ხარისხითა და მაღალი ტექნოლოგიების საფუძველზე შეიქმნა Geely-ს ბრენდის შიგაწვისძრავიანი ავტომობილებიც.
ამავე ჰოლდინგშია პრემიუმ ხარისხის, ტექნოლოგიურად განვითარებული ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr-ის ბრენდი, რომელიც ელექტრომობილებს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის.
"Geely-ს გაყიდვები ერთი წლის წინ დავიწყეთ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თეგეტასთან პარტნიორობით მყარად დაიმკვიდრა თავი ქართულ ბაზარზე. ინოვაციურ-ტექნიკური უპირატესობებისა და კონკურენტული ფასის გათვალისწინებით ინტერესი დიდია, მაღალია ნდობის ხარისხიც და გაყიდვები ყოველთვიურად იზრდება. ფართო სამოდელო რიგთან ერთად, ჩვენი მომხმარებელი იღებს ოთხწლიან ქარხნულ გარანტიას. ასევე გვაქვს ოფიციალური სერვისი, სადაც Geely-ს მიერ მოწოდებული თანამედროვე დანადგარებით სერტიფიცირებული მექანიკოსები მუშაობენ.
ძალიან მოკლე პერიოდში მოიპოვა ნდობა Zeekr-მაც. ეს არის პირველი სრულად ელექტრული ბრენდი, რომელიც ოფიციალურად არის წარმოდგენილი საქართველოში. მისი მთავარი უპირატესობა, სხვა ელექტრომობილებისგან განსხვავებით, გამძლე ბატარეაა, რასაც ელექტრიფიცირებული სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში, ცხადია, გადამწყვეტი დატვირთვა აქვს", — ამბობს გაგა კოხრეიძე.
Tegeta Cars-ის პორტფელში შემავალი Geely Sakartvelo მომხმარებელს უკვე ახალ შოურუმში მასპინძლობს. აღმაშენებლის ხეივნის №152-ში მდებარე კომპლექსში ერთი ვიზიტით ყველა საჭირო მომსახურებისა და სრული საავტომობილო სერვისის მიღებაა შესაძლებელი.
ასევე აღმაშენებლის ხეივნის №137-ში, პოპ-აპ შოურუმშია განთავსებული ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენლობა Zeekr Sakartvelo. ახალი შოურუმის მშენებლობას კი Tegeta Cars 2025 წლის გაზაფხულზე გეგმავს.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, Polaris, Indian, - კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, თეგეტა ქარსი არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები