არქი სიონის ტბაზე ლე მერიდიენის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს
ფოტო: არქი
3 ოქტომბერს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ საზოგადოებას ელიტარული დასასვენებელი კომპლექსი Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi წარუდგინა. არქი ამ უნიკალურ პროექტს ლე მერიდიენთან პარტნიორობით ანხორციელებს, რომელიც Marriot International-ის ჯგუფში შემავალი სასტუმროების საერთაშორისო ბრენდია. ლე მერიდიენი მსოფლიო მასშტაბით 119 ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აერთიანებს. მისი თითოეული სასტუმრო გამოირჩევა ელეგანტური, თანამედროვე დიზაინით და ორიენტირებულია სტუმრებისთვის სრულყოფილი დასვენების გამოცდილების შექმნაზე.
პრეზენტაცია სიონში გაიმართა და ღონისძიებას ესწრებოდნენ არქის პარტნიორები, მარიოტის, სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მარიოტის წარმომადგენელი სენერ სოილუ, არქის დამფუძნებლები ილია წულაია და ზაზა ფაჩულია.
“დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, წარმოგიდგინოთ უნიკალური დასასვენებელი კომპლექსი. არქის სიონის კომპლექსი უნიკალურია, რადგან საქართველოში იქნება პირველი კომპლექსი, სადაც შესაძლებელი იქნება ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება, აპარტამენტის ინვესტიციისთვის შეძენა და ვილებში ცხოვრება. ამასთან ერთად, ჩვენ მაცხოვრებლებსა თუ დამსვენებლებს სრულყოფილ ინფრასტრუქტურასა და სერვისებს შევთავაზებთ, რომელიც არათუ სიონში, ქვეყნის მასშტაბითაც საუკეთესო იქნება.“ — არქის დამფუძნებელი ილია წულაია.
ელიტარული დასასვენებელი კომპლექსი ნებისმიერი გემოვნების ადამიანის სურვილებს უპასუხებს და მაქსიმალურად კომფორტულ დასვენებას უზრუნველყოფს. კომპლექსი შენდება სიონში, რომელიც იდეალურია მათთვის, ვისაც ბუნებაში დასვენებასა თუ ცხოვრებასთან ერთად, ქალაქთან სიახლოვე სურს. სიონი თბილისიდან მხოლოდ 50 კმ.-ში, თბილისის ეროვნული პარკთან ახლოს მდებარეობს და გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით. ტბა და მთა, უნიკალური ბუნება ქმნის ისეთ კლიმატს, რომელიც სიონს ოთხივე სეზონზე მოთხოვნად კურორტად აქცევს.
“ეს კომპლექსი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ არქი მუდმივად ვითარდება და ამასთან ერთად, ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებასაც. მსგავსი პროექტის საერთაშორისო ბრენდ „ლე მერიდიენთან“ ერთად განხორციელება ტურისტებში სიონის პოპულარობას გაზრდის და ინვესტორებსაც მოიზიდავს. ჩვენ შევქმნით ელიტარულ დასასვენებელ კომპლექსს, რომელიც ქართველი თუ უცხოელი სტუმრებისთვის სრულიად ახალი გამოცდილება იქნება. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ გამორჩეული და მასშტაბური პროექტის განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.“ — არქის დამფუძნებელი ზაზა ფაჩულია.
ლე მერიდიენისა და არქის პარტნიორობით შექმნილი პროექტი სიონს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად გარდაქმნის და იდეალური დასვენების შესაძლებლობას შექმნის. კომპლექსი მოიცავს Le Méridien By Marriott International-ის სასტუმროს, საცხოვრებელ ვილებსა და აპარტოტელებს. ამ სამივე მიმართულებას კი სრულყოფილი ინფრასტრუქტურა გააერთიანებს — Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს ტერიტორიაზე განთავსდება: 2500 კვ.მ. ღია და დახურული აუზები; აკვაპარკი და ზამთრის ღია ცხელი აუზი; 3000 კვ.მ. სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი და ფიტნეს დარბაზი; 550 ადამიანზე გათვლილი წვეულებების დარბაზი, საკონფერენციო ოთახები და ტერასა; 5 რესტორანი, ბარი, ლაუნჯი და კაფეები; ღია კინოთეატრი და ამფითეატრი; საბავშვო გასართობი სივრცე; ზამთრის ბაღი; ვერტმფრენის მოედანი; 3 კმ ბულვარი ტბის პირას, საფეხმავლო და ველობილიკები; ჩოგბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის და ფეხბურთის მოედნები; პადელის კორტები; სათევზაო ზონა და ზიპლაინი.
“მიხარია, რომ ვესწრები ამ არაჩვეულებრივი პროექტის პრეზენტაციას. ძალიან მნიშვნელოვანია არქის და ლე მერიდიენის პარტნიორობით მსგავსი მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას.“ — საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ელიტარული დასასვენებელი კომპლექსი Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს არქიტექტურა დახვეწილი და გამორჩეულია. აპარტოტელების ინტერიერის დიზაინზე, გეგმარებასა და ტერიტორიის მოწყობაზე იმუშავა Chapman Taylor Madrid studio-მ, ხოლო სასტუმროს ინტერიერის დიზაინზე ბრიტანულმა კომპანია De salles flint-მა.
“საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჩვენი ბრენდის განვითარებისთვის. მინდა, ინვესტორებს, პარტნიორებსა და პროექტის შემქმნელებს ამ სტრატეგიული მნიშვნელობის, გამორჩეული კომპლექსის წარდგენა მოგილოცოთ.“ — მარიოტის წარმომადგენელი სენერ სოილუ.
მთელი ღონისძების განმავლობაში იგრძნობოდა ამაღლებული განწყობა. პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებს ცოცხალი მუსიკის თანხლებით ფურშეტით გაუმასპინძლდნენ, ხოლო ღონისძების დასრულების შემდეგ მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ სიონის ულამაზესი ბუნება დაეთვალიერებინათ და დეტალურად ენახათ ადგილი, სადაც არქის ელიტარული დასასვენებელი კომპლექსი შენდება.
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრები აცხადებენ, რომ ახალი მეთოდოლოგიით მაჩვენებელი ხელოვნურად შემცირდა რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრები აცხადებენ, რომ ახალი მეთოდოლოგიით მაჩვენებელი ხელოვნურად შემცირდა
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია
გადახედვა
-
ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება
გადახედვა
-
კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა შსს: არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა
გადახედვა
-
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე Starlink-ის წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე Starlink-ის წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
"ვიმოქმედებთ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით" — GCAA ირანული ავიაკომპანიების დასანქცირებაზე "ვიმოქმედებთ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით" — GCAA ირანული ავიაკომპანიების დასანქცირებაზე
გადახედვა
კომენტარები