აშშ-ს კონგრესის წევრი, ვილ ჰარდი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ტვიტერზე გამოეხმაურა და აღნიშნავს, რომ "თავისუფლების მოყვარული ხალხი ითხოვს, ხელისუფლებამ დაპირებული რეფორმა გაატაროს.

"ჩვენ გვესმოდა ჰონგ-კონგისა და ირანის პროტესტზე, მაგრამ, ასევე პროტესტი იყო საქართველოში. ეს თავისუფლების მოყვარული ხალხია, რომელიც ებრძვის ჩაგვრას რუსეთის მხრიდან და მოითხოვს, რომ მათმა ხელისუფლებამ გაატაროს დაპირებული დემოკრატიული რეფორმები. მე მიხარია, რომ კონგრესი ორპარტიული გზით უჭერს მათ მხარს", — წერს კონგრესმენი.

29 იანვარს, შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპის ქვეკომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართეს. წერილი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე, ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივ დევნაზე საუბრობს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაიცვას დემოკრატიული პრინციპები. სენატორები აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, ორი ქვეყნის პარტნიორობის საკითხი გადაიხედოს.

გაიგეთ მეტი სენატორების წერილზე:

გაიგეთ მეტი კონგრესმენების წერილებზე: