"ჩარევის" შემდეგ პოლიციელს ლევან იზორიას ძმა გაათავისუფლებინეს — მთავარი არხის ვიდეო
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / მთავარი არხი
მთავარი არხი ავრცელებს ვიდეომასალას, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას და როგორ აიძულებენ მის გათავისუფლებას ჩარევის შემდეგ. ვიდეო ტელევიზიას იმ პოლიციელმა მიაწოდა, რომელმაც 2014 წელს იზორიას ძმა დააკავა.
კადრებში ჩანს, როგორ უხსნის პოლიციელი გიორგი დვალიშვილი მაღალჩინოსნის ძმას, რომ საჯარო სივრცეში არ უნდა იგინებოდეს, რამაც ის გააღიზიანა და გინება გააგრძელა. ამის შემდეგ პოლიციელი მას განუმარტავს, რომ წვრილმანი ხულიგნობისთვის აკავებს, რაზეც პასუხად იღებს: "მიდი დავაი". თუმცა, მას შემდეგ, რაც პოლიციელი მისკენ ბორკილებით მიდის ის გაკვირვებულია, წინააღმდეგობას უწევს მას და ამბობს, რომ ლევან იზორიას ძმა არის. პოლიციელი მას პასუხობს, რომ არ აინტერესებს ვინ არის და მანქანაში სვამს.
გაღიზიანებული დაკავებული მანქანაში პოლიციელების დაცინვას და დამცირებას იწყებს.
"იცი ვინა ვარ? აი, შენნაირებს ფორმას ვხდი მე. გაიგე? სახლში უნდა დაჯდე შენ საერთოდ. ეს არაადამიანები ბიჭო, თქვენ როგორ გატუტუცებულხართ. ეს რაც გააკეთეთ თქვენ ამაზე იცი რა უნდა გიქნათ კაცმა? მე არ დაგინდობთ თქვენ. რას გიზამთ იცი?" — ეუბნება ის პოლიციელებს.
ვიდეოში ჩანს, რომ მანქანაში ჯდება საპატრულო პოლიციის სხვა თანამშრომელი, რომელიც დაკავებულს იცნობს. მისი საუბრიდან ირკვევა, რომ მსგავსი ინციდენტები პირველად არ ხდება.
გარდა ამისა, გიორგი დვალიშვილთან მიდის სხვა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და ეუბნება, თუ ვინ არის დაკავებული, რაზეც პასუხად იღებს, რომ ის უზრდელურად მოიქცა და ამიტომ დააკავა.
კადრებში ასევე ჩანს, რომ მანქანაში სხვა პოლიციის თანამშრომლები სხდებიან, რომელსაც დაკავებული "უნამოსოებსა" და "ნამუსგარეცხილებს" ეძახის. ერთ-ერთი პოლიციელი ეკითხება თუ რატომ ამბობს ამას და ამატებენ, რომ "მრავლობითში ნათქვამი ცოტა ცუდად ჟღერს".
მოგვიანებით კადრებში ჩნდება პირი, რომელიც მთავარი არხის ინფორმაციით, ლევან იზორიას პირადი მძღოლი იყო. ის საპატრულო პოლიციელებს ესაუბრება. ვიდეოში ჩანს, რომ საუბრის შემდეგ დაკავებულს ათავისუფლებენ.
გათავისუფლებისას პოლიციელი ცდილობს ფრთხილად მოხსნას იზორიას ძმას ბორკილები, რომ "არ ეტკინოს" და ეუბნება მას, რომ "ერთმანეთს ყველაფერი აპატიონ" რაზეც პასუხად იღებს:
"არა, ძმაო, არა. რამდენჯერ გაპატიოთ. მე მაპატიეთ თქვენ რამე? მე სულ გპატიობთ".
გათავისუფლების შემდეგ იზორია ნიშნისმოგებით ეუბნება ერთ-ერთ პოლიციელს, რომ დაკავების ოქმი გამოუწეროს, რაზეც პასუხად იღებს:
"შენც ხომ იცი, რატომ ხდება ეს ამბავი. ჩემი ნება რომ იყოს, აი, იმ წუთში წაგიყვანდი ნარკოლოგიურში და გინდა მიჩივლე და რაც გინდა ის გააკეთე".
ამის შემდეგ ჩანს, რომ პოლიციელები, იზორიას ძმა და მძღოლი ერთმანეთს ემშვიდობებიან.
მთავარი არხის ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ დვალიშვილს მაშინდელმა საპატრულო პოლიციის უფროსმა, კახა ბუქრაძემ ვიდეომასალის გადაგზავნა მოსთხოვა, რაზეც უარი უთხრა და განუმარტა, რომ ვიდეოს გამოძიებას გადასცემდა. მისი თქმით, ამის შემდეგ დევნა დაიწყო და ის ჩამოაქვეითეს.
დვალიშვილი ყვება, რომ მას სიმართლის გარკვევაში არავინ დაეხმარა და შსს მის წინააღმდეგ წავიდა, ამიტომ ვიდეომასალა პროკურატურას მიაწოდა და სახალხო დამცველსაც მიმართა. მისი თქმით, უწყებამ გამოძიება სამი თვის წინ დაიწყო, თუმცა საქმე "თაროზე შემოდო".
ის განმარტავს, რომ მომხდარი მისთვის მარტივი აღსაქმელი არ ყოფილა, რადგან პოლიციის საქმიანობა მისთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა.
"ამ პიროვნებას პრობლემა არ ქონია გიორგისთან, ანუ ჩემთან როგორ პიროვნებასთან, მას პრობლემა ჰქონდა სახელმწიფოსთან, იმ პოლიციის ფორმასთან, რომელიც მე ამდენი წელი მაცვია და ყოველთვის სიამაყით ვემსახურე. აქედან გამომდინარე ამას არ ვაპატიე ის უპატივცემულობა, რომელიც გამოხატა პოლიციელის მიმართ...
შერჩევით ვერ დავიწყებ ბოდიში მისვლას და კითხვას, თქვენ ვინმეს ძმა ხომ არ ბრძანდებით, ამის ძმა ხომ არა ხართ, იმის მამიდაშვილი ხომ არა ხართ. ეს ხომ მიუღებელია", — ამბობს დვალიშვილი.
პოლიციელი ამბობს, რომ მისი ცოლი შინგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს და შიშობს, რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნების გამო შეიძლება მისი ოჯახის წინააღმდეგ დევნა დაიწყოს.
სახალხო დამცველის აპარატში On.ge-ს განუცხადეს, რომ დვალიშვილის საქმეს აქამდე შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის კუთხით სწავლობდნენ და აღნიშნულ ვიდეომასალაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. მათი თქმით, გავრცელების შემდეგ ვიდეომასალის შესწავლა ცდაიწყეს.
რაც შეეხება შსს-სა და პროკუირატურას, On.ge მათ ინფორმაციის გადასამოწმებლად და იმის გასარკვევად დაუკავშირდა, თუ რა რეაგირება მოჰყვა მომხდარს. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
კომენტარები