გაბუტულებს დაველოდოთ და არ ჩავატაროთ კენჭისყრა — ნუკრი ქანთარია ნაციონალურ მოძრაობაზე
ქართული ოცნების დეპუტატები ნაციონალურ მოძრაობას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ იმის გამო, რომ ისინი ნიკა მელიას ადგილმონაცვლის მანდატის კენჭისყრას არ ესწრებიან. ამის გამო, ნუკრი ქანთარიამ კოლეგებს შესთავაზა, რომ ეს განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადონ, როდესაც "გაბუტულები" ანუ ენმ სხდომაზე მივა.
დღეს, 17 იანვარს რიგგარეშე სხდომაზე პარტიული სიით მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის კანდიდატურა უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და პლენარულ სხდომებს არ ესწრება. ოცნების დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ თუ ენმ-ს საკუთარი თანაგუნდელისთვის მანდატის მინიჭება არ სურს, არც ისინი უნდა იყვნენ ვალდებულები კანდიდატს კენჭი უყარონ.
უმრავლესობის ლიდერები, გია ვოლსკი და მამუკა მდინარაძე კრიტიკულად განწყობილ თანაგუნდელებს უხსნიან, რომ ისინი, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, ვალდებული არიან მოვალეობა შეასრულონ და ენმ-ს არ დაემსგავსონ. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კი განმარტავს, რომ რეგლამენტის მიხედვით ვალდებულები არიან პირველ საკითხად დეპუტატის მანდატი განიხილონ და მანამდე სხვა საკითხებზე ვერ იმსჯელებენ.
ოცნების დეპუტატებს გაუჩნდათ იდეა, რომ "ფორმალური დემოკრატიის თავიდან ასარიდებლად" სხვა დროს მანდატის მინიჭება და ან მოხსნა ავტომატურად მოხდეს და შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში აისახოს. მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ წარმოუდგენელია მსგავსი გადაწყვეტილება რომელიმე სხვა ორგანომ, მათ შორის, თუნდაც, ცესკომ მიიღოს.
ნიკა მელიას პარლამენტმა ჯერ დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა, შემდეგ კი მანდატი შეუწყვიტა. ორივე გადაწყვეტილება პარლამენტმა მელიას წინააღდეგ აღძრული სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების გამო მიიღო.
მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტა 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე მიღებულმა სასამართლო განაჩენმა გამოიწვია. მელიას სახდელი დაეკისრა. ყოფილი დეპუტატი გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები