პუტინმა დუმას პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურა შესთავაზა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დუმას პრემიერ-მინისტრის პოსტზე ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსის, მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის ვებგვერდი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დუმისთვის გაგზავნამდე პუტინმა პრემიერობა სამუშაო შეხვედრაზე ჯერ თავად მუშისტინს შესთავაზა და მისგან თანახმობა მიიღო.
რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით დღეს, ვლადიმერ პუტინის განცხადებიდან რამდენიმე სააათში, გადადგა. აწ უკვე გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ სურს "გზა გაუთავისუფლოს" პრეზიდენტს ახალი ინიციატივისთვის.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ პუტინმა მედვედევისთვის ახალი თანამდებობა მოიფიქრა და აპირებს, რომ ის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გახდეს.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე პუტინმა დღეს, 15 იანვარს ფედერალური კრებაზე მიმართვის დროს ისაუბრა. მისი ინიციატივით, პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერების, მინისტრებისა და ფედერალური მინისტრების კანდიდატურები დუმამ უნდა დაამტკიცოს. კონსტიტუციის ამჟამინდელი რედაქციით, მთავრობის შემადგენლობას პრეზიდენტი ამტკიცებს.
პუტინი ამბობს, რომ ცვლილების შემთხვევაში პრეზიდენტს უფლება არ ექნება უარყოს კანდიდატურა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. ამავე დროს კი, იტოვებს უფლებას, რომ ნდობის დაკარგვის ან არასათანადოდ მუშაობის შემთხვევაში მთავრობის რომელიმე წევრი გადააყენოს.
ამასთანავე პუტინმა დაამატა, რომ პრეზიდენტს სამხედრო ძალებითა და ძალოვანი უწყებების მართვის უფლება უნდა დარჩეს.
უფლებამოსილების გადანაწილების გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა სხვა ცვლილებებზეც ისაუბრა. მისი აზრით, კონსტიტუციის იმ მუხლში, სადაც ზედიზედ ორჯერ საპრეზიდენტო პოსტის დაკავებას კრძალავს, სიტყვა "ზედიზედ" უნდა ამოიღონ.
პუტინი ამბობდა, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები რეფერენდუმზე უნდა გავიდეს.
ვლადიმერ პუტინს რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა 2000 წლიდან უჭირავს. 2008-2012 წლებში ის პრემიერ-მინისტრი გახდა, შემდეგ კი ისევ პრეზიდენტობას დაუბრუნდა. 2018 წლის არჩევნებით ის ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მეოთხე ვადით ისევ პრეზიდენტი გახდა. რუსეთის ამჟამინდელი კონსტიტუციით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მას კანდიდატურის დაყენების უფლება არ აქვს.
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები