წარმომადგენლობითმა პალატამ ტრამპს ირანთან სამხედრო მოქმედებების შეზღუდვას მხარი დაუჭირა
აშსს-ს კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის მიმართ სამხედრო მოქმედებების წარმართვას შეუზღუდავს. კანონმდებლები შიშობენ, რომ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციამ შესაძლოა ომი გამოიწვიოს.
წარმომადგენლობით პალატაში, რომლის უმრავლესობას დემოკრატები აკონტროლებენ, რეზოლუცია 224-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 194 იყო.
ქვედა პალატის მიღებული რეზოლუცია სენატში გადაიგზავნება, სადაც უკვე უმრავლესობას რესპუბლიკელები იკავებენ. 100 ადგილიდან მათ 53 უჭირავთ და იშვიათად მიდიან დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. ამავე დროს, ორმა რესპუბლიკელმა სენატორმა რეზოლუციას მხარდაჭერა გამოუცხადა.
თუ კონგრესის ორივე პალატამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა მას დონალდ ტრამპი ხელმოწერა აღარ დასჭირდება. თეთრმა სახლმა დოკუმენტის საწინააღმდეგო განცხადება უკვე გააკეთა.
წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ მანამდე განაცხადა, რო, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციამ ამერიკელების უსაფრთხოებაზე დადებითი გავლენა არ იქონია. მან დაადანაშაულა თეთრი სახლი, რომ თავდასხმაზე გადაწყვეტილება კონგრესთან შეუთანხმებლად მიიღეს.
თავის მხრივ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გადაწყვეტილების მიღებისთვის კონგრესის თანხმობა არ სჭირდებოდა.
8 იანვარს, დილით ირანმა ერაყში არსებულ ორ ამერიკულ ბაზას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. აშშ-ის ცნობით, ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით სულ მცირე 12 რაკეტა ისროლეს. თავდასხმა გასულ კვირას ირანელი გენერლის, სოლეიმანის ლიკვიდაციას უკავშირდება.
განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განლაგებული, შეიძლება აგრესიის სამიზნე გახდეს. გარდა ამისა, გუშაგთა კორპუსმა ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, მთავრობას რეგიონიდან სამხედრო ძალების გაყვანა მოსთხოვონ. ირანული სახელისუფლებო მედიის თქმით, ოპერაციას "მოწამე სოლეიმანი" უწოდეს.
ტრამპმა პირველ კომენტარი აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით ყველაფერი რიგზეა. აშშ-ს სამხედრო ძალების წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ ერაყის ბაზაზე მყოფ სამხედრო პირებს საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ ირანის სარაკეტო შეტევებს გარიდებოდნენ. მისი თქმით, ჯარისკაცებმა ბუნკერებისთვის თავის შეფარება დროულად შეძლეს.
აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზა ერაყში 2003 წელს, სადამ ჰუსეინის ლიკვიდაციის შემდეგ განლაგდა, შემდეგ კი ერაყში და სირიაში სამხედრო ოპერაციების დროს იყო გამოყენებული. ამ ბაზაზე აშშ-სა და მისი მოკავშირეების 1 500 ჯარისკაცი იმყოფება.
აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ ერაყის, ირანის, სპარსეთის ყურისა და ომანის ყურის თავზე სამოქალაქო ფრენები შეზღუდა.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები