საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის სახელმწიფომ როგორც ნაერთი, ისე ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შეასრულა. სამინისტროს ინფორმაციით, გადაჭარბებამ ჯამში 68,7 მილიონი ლარი შეადგინა.

"ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 11 მილიარდ 371,9 მილიონი ლარი შეადგინა. ამ დროისთვის გადაჭარბება 61,9 მლნ ლარია, რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს — საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 9 მილიარდ 651,8 მილიონი ლარი. გადაჭარბება 6,8 მლნ ლარს შეადგენს", — წერია სამინისტროს განცხადებაში.