მოძრაობა "სირცხვილიას აქტივისტი სოფო კუჭავა ამბობს, რომ 12 დეკემბერს პარლამენტში დამგარი სუნი იყო "მარტივი მაგალითი იმის, რომ სისტემა, რომელიც ყარს, თავის სუნს ვერ გრძნობდა".

"გუშინ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მათ იგრძნეს, სუნი სდის იმ სისტემას, რომელსაც ისინი წარმოადგენენ", — აცხადებს სოფო კუჭავა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში.

სირცხვილიას აქტივისტები პარლამენტში სუნის გამო დაწყებული გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ მუხლი, რომლითაც საქმე აღიძრა, შეუსაბამოა. სოფო კუჭავა ამბობს, რომ პრეპარატი, რომელიც გუშინ, სხდომათა დარბაზში გამოიყენეს, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით იძიებს.

12 დეკემბერს პარლამენტში პლენარული სხდომა სპეციფიური სუნის გავრცელების გამო შეწყდა. ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა #სირცხვილიამ აიღო. თუმცა, უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ სხდომათა დარბაზში სპეციფიური სუნის მქონე ნივთიერება ევროპული საქართველოს დეპუტატებმა: ირმა ნადირაშილმა და ლელა ქებურიამ შეიტანეს.