10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას (დირექტორი მიხეილ გიორგაძე) 150 ახალი წიგნი გადაეცა.

ეკვილიბრიუმის ფარგლებში რეგიონული ბიბლიოთეკების განახლება მათივე მომართვის საფუძველზე ხდება. ღონისძიება დიდი ბრიტანეთის დღეების ფარგლებში განხორციელდა და მას ესწრებოდა როგორც საელჩოს, ისე ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლობა.

10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა, წიგნიერების ხელშეწყობა ამ უფლებების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესია. ეროვნული ბიბლიოთეკა დიდ მადლობას უხდის დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერისთვის.