ტიკარაძეს, დავითაშვილსა და ცქიტიშვილს არასრულად აქვთ გასაჯაროებული ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობაზე — TI
არასამთვრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს კვლევის მიხედვით, თანამდებობის პირებს არასრულად აქვთ გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა. მათ შორის 3 მინისტრს: ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს.
ორგანიზაციის განცხადებით, დეკლარაციაში მაია ცქიტიშვილს არ აქვს ნახსენები, რომ მისი ქმარი შპს მიკროკლიმატის დირექტორიცაა, და რომ 2018 წლის აგვისტოს შემდეგ იგი ამ კომპანიის 100%-ს ფლობს. მათი თქმით, ცქიტიშვილს, არ უხსენებია ისიც, რომ 2018 წლის მარტამდე შპს თბილისის კომერციული ქონების 75%-ს თავად ფლობდა, რომელიც ქმარს აჩუქა, თუმცა დეკლარირების ვალდებულება მაინც არსებობდა.
კვლევის მიხედვით, ეკატერინე ტიკარაძეს 2019 წლის აგვისტოს დეკლარაციაში არ უხსენებია, რომ მისი ქმარი ბიძინა კაკაბაძე შპს სადას დირექტორია.
რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, ორგანიზაციის განცხადებით, მან 2019 წლის დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ 2018 წლის განმავლობაში ფლობდა წილებს 4
კომპანიაში, რომლებიც 2019 წლის იანვარში (უსასყიდლოდ) დათმო. გარდა ამისა, მათი თქმით, მინისტრმა დეკლარაციაში არ ახსენა, რომ მისი მეუღლე თეა ფარქოსაძე შპს Intermanagement-ის დირექტორიცაა.
ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების თითქმის ნახევარს, 64-დან 29-ს, უდასტურდება კომერციული ინტერესი, აქედან 22-ს კი ამა თუ იმ ფორმით, დარღვეული აქვს კანონის მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება კომერციული ინტერესის გამჟღავნებას და ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილებას.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს თანამდებობის პირებს, მაგალითად: მათ შეუძლიათ ფლობდნენ წილს რომელიმე კომპანიაში, თუმცა ამ წილის მართვის უფლება დროებით სხვა პირს უნდა გადასცენ; ასევე, თანამდებობაზე ყოფნის დროს მათ ნებისმიერი კომპანიის ხელმძღვანელის პოზიციის დაკავება ეკრძალებათ. ამ შეზღუდვების მიზანია ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევების პრევენცია.
მათივე განმარტებით, შეზღუდვების ნაწილი ვრცელდება თანამდებობის პირის ოჯახის წევრებზეც, მაგალითად: თანამდებობის პირს ან მის ოჯახის წევრს უფლება არ აქვს ფლობდეს წილს საწარმოში, რომლის საქმიანობაც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის კონტროლს ექვემდებარება. ამ შეზღუდვის მიზანია გამოირიცხოს ინტერესთა შეუთავსებლობა, როდესაც თანამდებობის პირს შეუძლია გამოიყენოს მისი უფლებამოსილება, საკუთარი ან ოჯახის კომპანიის უპირატეს მდგომარეობაში ჩასაყენებლად.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს ამ კვლევაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები