რესპუბლიკური პარტია კონკორდატის გაუქმებას ითხოვს
რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის არსებული კონკორდატის გაუქმებას ითხოვს. მათი აზრით, სეკულარიზმის ფაქტობრივი არარსებობა ქვეყნის განვითარების შემაფერხებელია.
რესპუბლიკელების აზრით, პოსტსაბჭოთა საქართველოს გამოცდილებამ დაადასტურა, რომ საერო და სასულიერო ხელისუფლების ურთიერთობამ უკანონო და საშიში სახე მიიღო. მათი მიზანი კონსტიტუციური ჩანაწერის აღსრულებაა, რომლის მიხედვითაც ეკლესია სახელმწიფოსგან დამოუკიდებელია.
"აშკარაა ორმხრივი “პარტნიორობის” სარგებლიანობა, რითაც საბოლოო ჯამში ფერხდება უფრო დიდი რამ — სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება, ილახება კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებები. 21-ე საუკენეში თანასწორობისთვის ბრძოლა სიცოცხლისთვის ბრძოლის ტოლფასი გახდა", — აღნიშნულია განცხადებაში.
რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ კონკორდატის გაუქმების შემდეგ:
- სამართლებრივად აღიკვეთება ხელისუფლების ჩარევა სასულიერო ხელისუფლების საქმიანობაში;
- ყველა მმართველ პოლიტიკურ ძალას გამოეცლება წინასაარჩევნოდ მართლმადიდებლური ეკლესიის რესურსით მანიპულაციისა თუ ვაჭრობის შესაძლებლობა და პირიქით;
- შეთანხმების გაუქმებით, ხელისუფლებას გაუუქმდება სამართლებრივი ვალდებულება გაიზიაროს (ან გამოიყენოს სათავისოდ) საპატრიარქოს ესა თუ ის პოზიცია ახალი ინიციატივების განხილვის დროს. (მაგ. კანონპროექტების განხილვისას სასულიერო პირების ჩარევა ან პოლიტიკოსების მხრიდან ეკლესიის გამოყენება იგივე მიზნისთვის);
- საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების გაუმჭვირვალე საქმიანობა ასევე, მძიმე ტვირთად აწევს ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას. ამდენად, სახელმწიფო სტრუქტურებს ექნებათ სხვადასხვა სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგის სამართლებრივი საფუძველი, რაც უზრუნველყოფს ამ ინსტიტუციების, მათ შორის, ფინანსურ გამჭვირვალობასაც;
- აღიკვეთება საპატრიარქოსათვის გაუმჭირვალე პროცესის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრებისა და სახელმწიფო ქონების გადაცემის ქაოტური პროცესი;
- შეწყდება ადგილობრივი ბიუჯეტებიდან საბიუჯეტო რესურსებისა და ქონების გადაცემის პროცესი;
- შეწყდება სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებით არსებული დისკრიმინაციული პრაქტიკა - საგადასახადო შეღავათების სახით.
ამ პუნქტების განსახორციელებლად რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია კონსტიტუციის მე-8 მუხლის ცვლილება, საიდანაც უნდა ამოიღონ ჩანაწერი მართლმადიდებლურ ეკლესიასთან თანამშრომლობის ფორმის შესახებ. ცალმხრივად უნდა გაუქმდეს შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, ხოლო პარლამენტში შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის:
- საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისათვის გადაცემული ფულადი სახსრებისა და ქონების ოდენობას;
- საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაცემული თანხების ხარჯის მიზანშეწონილობას;
- საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ სასწავლებლებში არსებულ მდგომარეობას და მათ შესაბამისობას საქართველოს განათლების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში.
კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს გაფორმდა. შეთანხმება განსაზღვრავს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულების პრინციპებს. კონკორდატის თანახმად ეკლესია რიგი უპირატესობებით სარგებლობს.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები