ასეა საჭირო — რას ამბობენ დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში წლობით დუმან
პარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებიც ძალიან ბევრს საუბრობენ. არიან ისეთებიც, ვინც პლენარულ სხდომაზე ძალიან ცოტას საუბრობს. საკანონმდებლო ორგანოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში 16 დეპუტატი საერთოდ დუმს. მათგან 14 ქართული ოცნების წევრია.
On.ge ესაუბრა რამდენიმე "პრინციპულ დეპუტატს", რომელთაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, თუმცა ხმა არასდროს ამოუღიათ.
მუხრან ვახტანგაძე, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი
"იმიტომ, რომ ასეა საჭირო და არ გამოვდივარ [სიტყვით]. აი, ასეა, საჭირო. ყველას თავისი საქმე აქვს პარლამენტში და ყველა თავის საქმეს აკეთებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავინ არაფერს არ აკეთებს, თუ ადამიანი სიტყვით არ გამოდის. არის კანონპროექტები, რომლებზეც მუშაობენ დეპუტატები, მაგრამ არ არის ვალდებულება, რომ მაინცდამაინც სიტყვით გამოვიდნენ. მერე მეორეც, ჩვენ გვაქვს ბიუროები, სადაც მოდის ხალხი პრობლემებით და ჩვენ იმ პრობლემებს ვაგვარებთ, რა. ხო და სიტყვით რომ არ გამოვდივარ ე.ი. ასეა საჭირო. აი, არ გამოვდივარ სიტყვით. ვისაც არ მოსწონს, რომ სიტყვით არ გამოვდივარ, ცივი წყალი დაალევინეთ ყველას".
იოსებ მაკრახიძე, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი
"მე ვარ მაჟორიტარი და ვარ ბიზნესიდან მისული. როცა მესამედ და მეოთხედ ამირჩევენ, მერე ვილაპარაკებ ძალიან ბევრს. თუ საჭირო იქნება, ვისაუბრებ. რა გაინტერესებთ? საჭირო რომ ყოფილიყო, ხომ ვილაპარაკებდი?"
სამველ მანუკიანი, ქართული ოცნების პარტიული სიის დეპუტატი
"ჩემი ქართული ძალიან ცუდია. შეიძლება ეს მოგწონთ ან არ მოგწონთ, მაგრამ ის ასეთია. პლენარულ სხდომაზე ჩემი ქართულით რომ დავიწყო საუბარი, ეს არ იქნება ლამაზი. რუსულადაც არ ღირს იქ საუბარი. ამიტომ გამოდის ასე, სამწუხაროდ.
ეს ასე იქნება მანამ, სანამ ახალქალაქში არ გაიზრდება თაობა, რომელიც ჩვენს სულისკვეთებაზე იქნება გაზრდილი და შესანიშნავად ისაუბრებს სახელმწიფო ენაზე...
მე ვსწავლობ. მეორე წელია ჟვანიას სკოლაში კურსებზე დავდივარ... ქუჩაში ან სადმე რომ შევხვდეთ, ქართულად დაგელაპარაკებით, მაგრამ პარლამენტში რომ ვისაუბრო, კომპლექსი მაქვს, სიმართლე გითხრათ. იქ ვერ ვსაუბრობ. მე მესმის, რომ ეს არასწორია, მაგრამ ფაქტია... როდესაც ენა უნდა მესწავლა, რუსული სკოლები იყო განვითარებული. სომხეთის პარლამენტის ტრიბუნიდანაც ვერ ვისაუბრებდი...
ახალგაზრდებში არიან ისეთები, რომლებიც ქართულად საუბრობენ. ჩემი უმცროსი შვილი ათი წლისაა და ჩემზე უკეთ საუბრობს ქართულად... პრაქტიკულად, არ გამოვდივარ იმის გამო, რომ ჩემი ქართული შეიძლება, სასაცილოც იყოს. კარგად ვკითხულობ, კარგად ვწერ, მაგრამ საუბარი არ გამომდის. ის არაა, რომ არაფერი მაქვს სათქმელი. ღმერთს მადლობა, რომ ჩემი აზროვნება და გაგება მაძლევს საშუალებას, რომ იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე უბრალოდ თქმა, მაგრამ გამოთქმა არ შემიძლია".
ვიქტორ ჯაფარიძე, ქართული ოცნების პარტიული სიის დეპუტატი
"მე კომიტეტებზე ვმუშაობ, გენაცვალე. ასე ვთვლი საჭიროდ. ამას გადაწყვეტენ ამომრჩევლები, თქვენი გადასაწყვეტი ეს არაა. გასაგებია? რასაც ნაცები და თქვენ ყველა ლაპარაკობთ ურეიტნგო ქართული [აზრს არ ამთავრებს]... მე ხო ეგეთი ვარ, რომ არ ვლაპარაკობ [სესიაზე]? ამას გადაწყვეტს ჩემი ამომრჩეველი".
გოდერძი ჩანქსელიანი, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი
"თუ სათქმელია, ვამბობ ხოლმე. როცა ვხვდები ამომრჩეველს, მაქვს ხოლმე ჩემი საუბარი ხალხთან და შეგიძლიათ ნახოთ ფეისბუქზე, ვიდეოები დევს. ჩემს ამომრჩეველთან ყოველთვის ვსაუბრობ იმას, რაც სათქმელია. თუ არ მაქვს სალაპარაკო, რატომ უნდა ვილაპარაკო? ნაციონალივით ხომ არ დავიწყებ ლაპარაკს ყველაფერზე. კომიტეტებზე ვსაუბრობ, მაგრამ პლენარულზე ნაღდად არ გამოვსულვარ, რადგან არ ჩავთვალე საჭიროდ და დუმილი შევინარჩუნე. თუ ჩავთვლი საჭიროდ, არ ვტოვებ უთქმელს არაფერს".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები