ოპოზიციური პარტიები დღეს, 14 ნოემბერს, 17 საათზე ერთობლივ ბრიფინგს მართავს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

ბრიფინგი პარლამენტის წინ გაიმართება. პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.

ბრიფინგი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.