კახა კალაძე: "მარიჯანის ქუჩის N4-ში მშენებარე კომპანია უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, 30 000 ლარით დაჯარიმდება"
თბილისის მერ კახი კალაძის თქმით, მარიჯანის ქუჩის N4-ში მშენებარე კომპანია უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო 30 000 ლარით დაჯარიმდება, სამშენებლო პროცესი კი შეჩერდება. 6 ივლისს უხვი ნალექის შედეგად მარიჯანის ქუჩის N4-ში, სადაც კომპანია კორპუსს აშენებდა მიწა ჩამოიქცა.
"რაც შეეხება მიწის ჩამოშლის ფაქტს, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინა, რომლის შედეგადაც, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება და კომპანიის წარმომადგენლებს დაევალება გამაგრების სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის საფუძველზე, რომლითაც დადასტურდება მომიჯნავე ნაკვეთებისა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება. ასევე, მინდა, გითხრათ, რომ ლევან სამხარაულის
სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, საბედნიეროდ, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება," — განაცხადა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს თავდაპირველად კომპანია "ცენტრ პოინტი" ატარებდა, რომელისგანაც ათასობით ოჯახი ბინის მიღებას ელოდებოდა. აღნიშნულის გამო თბილისის მერიამ დაზარალებულ ოჯახებს მისცა საშვალება აერჩიათ სხვა კომპანია, რომელიც სამუშაოებს გააგრძელებდა.
კალაძის განმარტებით, "არც ერთი სამშენებლო კომპანია, რომელმაც აიღო ვალდებულება ამ სამშენებლო სამუშაოებზე, მერიას არ მოუყვანია".
"ეს არის სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებული ოჯახების ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტი. წლების განმავლობაში ათასობით ოჯახი ელოდებოდა საკუთარი საცხოვრებელი ფართის მიღებას. ათასობით ოჯახი გააუბედურა აღნიშნულმა კომპანიამ. დედაქალაქის მერიის კეთილი ნება იყო, რომელსაც ამის არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, გადაგვედგა ნაბიჯი და დავხმარებოდით ათასობით გაუბედურებულ ოჯახს.
მინდა, განვმარტო, რომ არც ერთი სამშენებლო კომპანია, რომელმაც აიღო ვალდებულება ამ სამშენებლო სამუშაოებზე, მერიას არ მოუყვანია. ჩვენ მივეცით შესაძლებლობა დაზარალებულ ოჯახებს, თვითონ გადაეწყვიტათ, ვინ იქნებოდა კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე, რომელ კომპანიას მოიყვანდნენ. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, მარიჯანის N4-ში არსებულ ნაგებობას, რომლის დემონტაჟი განხორციელდა და ქვაბული სწორედ დემონტაჟის შედეგადაა წარმოქმნილი, ის კომპანია "დექსთ დორის" სამშენებლო ობიქტია. აღნიშნული კომპანია დაზარალებულების გადაწყვეტილების და თხოვნის შედეგად იქნა
წარმოდგენილი მუნიციპალიტეტში", — განაცხადა თბილისის მერმა.
მერის ინფორმაციით, მარიჯანის ქუჩაზე სამშენებლო ნებართვა 2024 წელს იქნა გაცემული, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მერიისგან მოთხოვნილი იყო ხიმინჯოვანი საძირკვლის მოწყობა, კომპანიას სამშენებლო ნაბართვის კორექტირება დაევალა. კალაძის ინფორმაციით, ამის საფუძველი იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ მისამართზე გადის ძველი კოლექტორი, რომელიც დღეს აღარ ფუნქციონირებს.
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები