თეგეტას მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სასწავლო სივრცე მოეწყო
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგმა და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა (სტუ) თანამშრომლობა გააფართოვეს. პარტნიორობის ფარგლებში, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ბიზნესჰაბის სივრცეში, თეგეტას სახელობის თანამედროვე სასწავლო ცენტრი გაიხსნა, რომელიც ჰოლდინგმა სრულად გაარემონტა და უახლესი ტექნიკით აღჭურვა.
ფოტო: თეგეტა
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის ახალ მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის ეს ეტაპი მიზნად ისახავს განათლებისა და ბიზნესის სექტორებს შორის კავშირის გაძლიერებას, თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნასა და სტუდენტებისთვის პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნის შეთავაზებას.
თეგეტა ჰოლდინგსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თანამშრომლობის ორი ათწლეული აკავშირებს. ამ პერიოდის განმავლობაში ჰოლდინგი ახორციელებდა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებზე მორგებულ სტაჟირების პროგრამებს, მათთვის დასაქმების ინიციატივებს და აფინანსებდა წარჩინებულ სტუდენტებს. 2026-2027 სასწავლო წლისთვის კი თეგეტა უმაღლესი აკადემიური მოსწრების კიდევ 3 სტუდენტს უზრუნველყოფს სტიპენდიით.
რუსუდან სანიკიძე, თეგეტა ჰოლდინგის კორპორაციული სერვისების მთავარი ოფიცერი: “ჩვენი მიზანია, განათლების სისტემასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა რეალურ შედეგებში გადაიზარდოს. როგორც ინდუსტრიის წამყვანი კომპანია, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, აქტიური წვლილი შევიტანოთ მომავალი პროფესიონალების გაზრდასა და დარგში თანამედროვე ცოდნის გავრცელებაში. ადამიანურ რესურში ინვესტირება თეგეტა ჰოლდინგი განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რადგან გვჯერა, რომ ძლიერი ინდუსტრიის საფუძველს სწორედ კვალიფიციური და თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი პროფესიონალები ქმნიან.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობის გაღრმავებით შევქმენით სივრცე, სადაც სტუდენტები და ახალგაზრდა პროფესიონალები ამ ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას შეძლებენ. მსგავსი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ინდუსტრიის, ისე ქვეყნის განვითარებისთვის“.
ფოტო: თეგეტა
მემორანდუმის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა ხორციელდება. მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სივრცეში თეგეტას მიერ სრულად განახლებული და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო ცენტრის გახსნა, ევროპულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობით მოკლევადიანი, სამმხრივად სერტიფიცირებული პროფესიული პროგრამების შემუშავება და სასწავლო პროცესში რეალური ბიზნესქეისების ინტეგრირება.
ავტოინდუსტრია დღეს სწრაფი ტემპით ვითარდება და, ტრადიციულ ცოდნასთან ერთად, სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ელექტრონული სისტემების, დიაგნოსტიკური ტექნოლოგიებისა და თანამედროვე სატრანსპორტო გადაწყვეტილებების ცოდნას. სწორედ ამიტომ ახალი სასწავლო ცენტრი სტუდენტებსა და დარგით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს, სასწავლო პროცესი რეალურ ინდუსტრიულ გარემოსთან მაქსიმალურად დააახლოონ. ამისთვის კი სივრცეში არაერთი ერთობლივი აქტივობა იგეგმება.
პარტნიორობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებას. თეგეტა ჰოლდინგის 30-წლიანი გამოცდილება, როგორც რეგიონში საავტომობილო სფეროს ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორის, სასწავლო პროცესში სხვადასხვა ფორმით ინტეგრირდება. სტუდენტები გაეცნობიან რეალურ ბიზნესქეისებს, თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებსა და იმ პროცესებს, რომლებიც ყოველდღიურად განსაზღვრავს საავტომობილო სექტორის განვითარებას.
ბორის გითოლენდია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი: “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თეგეტა ჰოლდინგის თანამშრომლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლებისა და ბიზნესის სექტორების დაახლოების მიმართულებით. ახალი სასწავლო ცენტრი, ევროპული სტანდარტების პროფესიული პროგრამები და ერთობლივი ინიციატივები სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ, რაც მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაგეგმილი ტრენინგპროგრამები მხოლოდ სტუდენტებისთვის არ იქნება განკუთვნილი. პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ მოქმედ სპეციალისტებსა და დამწყებ ავტომექანიკოსებსაც, რომლებიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად მომზადებას ან კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ. აღნიშნული ინიციატივა დარგში თანამედროვე ცოდნის გავრცელებასა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების რაოდენობის ზრდას უზრუნველყოფს.
მხარეების შეფასებით, ბიზნესისა და აკადემიური სექტორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ისე ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს საჭიროებებზე მორგებული პროფესიონალების მოსამზადებლად. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თეგეტა ჰოლდინგისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობა, რომელიც საერთო საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები