შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 29 პირი დააკავეს
ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება — აქედან ერთ-ერთი საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულები მატერიალური სარგებლის მიზნით მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსური დავების გადაწყვეტაში ერთვებოდნენ. აღნიშნულ დანაშაულში საზვარგარეტ მყოფი კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე იყო ჩართული.
"გამოძიებით დგინდება, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსური დავების გადაწყვეტაში. აღნიშნულ პროცესში, კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით, ჩართული იყო საზღვარგარეთ მცხოვრები, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე.
ბრალდებულები, საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან შეთანხმებით, მოდავე მხარეებთან ერთად, პერიოდულად აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს. დისტანციური კომუნიკაციისა და პირადი შეხვედრების დროს, ბესიკ ჯაფარიძე, კრიმინალური სამყაროს წესებისა და ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად, იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს, რომელთა საფუძველზეც ერთ-ერთ მხარეს, მეორეს სასარგებლოდ, სოლიდური თანხის გადახდა ეკისრებოდა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულები მოქალაქეებსა და მათ ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ, ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდებოდნენ. ასევე, პოლიციის მიერ ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა," — განაცხადა უწყებამ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო
-
რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს
გადახედვა
-
ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა
გადახედვა
-
ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
გადახედვა
-
რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ
-
იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა
გადახედვა
-
გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
-
მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება? რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
გადახედვა
კომენტარები