13 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მანანა ქუთათელაძის წიგნის კათოლიკობა საქართველოში: ლათინური წესი პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნი ეძღვნება კავკასიაში ლათინური წესის კათოლიკე ეკლესიის მოღვაწეობას საუკუნეების განმავლობაში; ნაშრომში აღწერილია ის 190 კათოლიკური ტაძარი, რომლებიც საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, საფრანგეთის, რუსეთის, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და რომელთა მშენებლობა თუ საქმიანობა უკავშირდება ქართველ ან საქართველოში მოღვაწე კათოლიკეებს. ამავე დროს, გამოცემაში წარმოჩენილია იმ სასულიერო და საერო პირთა ვინაობა, რომელთაც მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვით საქართველოს პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში.