კომპანია სილქნეთი არალეგალური ფილმებზე რეაგირებისთვის კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს. როგორც კომპანია განმარტავს, ბაზარზე ვებგვერდები ფილმებს არალეგალურად ავრცელებენ, მაშინ როცა სილქნეტისნაირი კომპანიები ექსკლუზიური კონტენტის შესაძენად მილიონობით ლარს ხარჯავს.

"გვინდა ყველას ვთხოვოთ, რომ ერთად ავიმაღლოთ ხმა სხვათა უფლებების დასაცავად და ჩვენს საზოგადოებაში დავამკვიდროთ ისეთი ღირებულებები, როგორიც საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვაა. ერთად შევქმნათ ისეთ გარემო, სადაც პატივს ვცემთ და ვიცავთ ინტელექტუალურ საკუთრებას", — ნათქვამია განცხადებაში.

სილქნეტი აღნიშნავს, რომ ინდუსტრიას დიდი დრო და რადიკალური ნაბიჯები დასჭირდება, რათა კანონი გახდეს გარანტი. გარდა ამისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ არალეგალური ფილმების წინააღმდეგ კამპანიას იწყებე, რომლის ერთ-ერთი ნაბიჯი სწორედ მარეგულირებლისთვის მიმართვა იყო.