ყველაფერი, რაც The Haunting of Hill House-ის მეორე სეზონის შესახებ ვიცით
2018 წელს ნეტფლიქსმა სატელევიზიო შოუების მოყვარულებს ახალი თამამი პროექტი წარუდგინა: ათეპიზოდიანი საშინელებათა ჟანრის სერიალი The Haunting of Hill House. ამ სატელევიზიო შოუს წარმატება თავდაპირველად საეჭვო ჩანდა: კინოსამყაროში საშინელებათა ჟანრი ძირითადად არასერიოზულად აღიქმება და თანაც, მართლა იშვიათად იღებენ კარგ ჰორორებს თანამედროვე კინემატოგრაფიაში.
შესაბამისად, მით უფრო ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ათი ერთსაათიანი ეპიზოდის მქონე სერიალი თავისი მუხტით, სცენარითა და სათანადო ემოციებით მაყურებლებს მოხიბლავდა.
ამ შესაძლო რისკების მიუხედავად, ახალი შოუს შემქმნელებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს და მართლაც შესანიშნავი პროდუქტი შექმნეს. ჰილჰაუსის მოჩვენება, რომელიც შირლი ჯექსონის ამავე სახელწოდების მქონე ცნობილი ნაწარმოების მიხედვით გადაიღეს, არა მარტო თავისი ჟანრის საამაყო წარმომადგენელია, არამედ დამოუკიდებლადაც სრულყოფილი ნამუშევარია, რომელმაც წარმოუდგენლად საშიშ ისტორიასთან ერთად, საოცრად ემოციური ოჯახური ტრაგედია გააცოცხლა ეკრანებზე.
ამის გათვალისწინებით სერიალი შესაბამისადაც დაფასდა და მაშინვე მილიონობით მაყურებელი მიიზიდა. იმის გამო, რომ ჰილჰაუსის მოჩვენება ნეტფლიქსის ერთ-ერთი ყველაზე მეტად ნახვადი სატელევიზიო შოუ გახდა, კომპანიამ მალევე დაამტკიცა მისი შემდგომი სეზონის გადაღებაც.
რახან უამრავი მაყურებელი ელოდება მეორე სეზონის გამოსვლას, ახლა ყველა იმ ინფორმაციას გაგაცნობთ, რაც ამჟამად მის შესახებ ვიცით:
სერიალი ანთოლოგია იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ შემდეგი სეზონი სრულიად ახალ ისტორიას მოგვითხრობს და ის არ იქნება წინა სეზონის ტრადიციული გაგრძელება, როგორც ეს ძირითადად ხდება სატელევიზიო შოუების უმეტესობაში.
მაგალითად, ანთოლოგიაა ასევე ცნობილი საშინელებათა ჟანრის სერიალი American Horror Story.
მეორე სეზონის პრემიერა 2020 წელს შედგება და მას The Haunting Of Bly Manor ერქმევა. ეს სეზონი ამჯერადაც ერთგვარი ეკრანიზაცია იქნება: სცენარი ჰენრი ჯეიმზის ცნობილი წიგნის, Turn of the Screw-ის მიხედვით დაიწერა, რომელიც, სხვათა შორის, მალე ქართულ ენაზეც (მარწუხებში) გამოიცემა.
ჰენრი ჯეიმზის საშინელებათა ჟანრის მოთხრობა მარწუხებში ინგლისში მცხოვრები ორი დაობლებული ბავშვისა და მათი ახალი აღმზრდელის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებსაც გარდაცვლილი ადამიანების აჩრდილები სდევნიან.
შესაბამისად, ახალ სეზონშიც ძირითადი აქცენტი სწორედ მოჩვენებებზე იქნება.
მეორე სეზონში ახალ სახეებსაც ვიხილავთ, თუმცა ძირითადად უკვე ჩვენთვის კარგად ნაცნობი მსახიობები ითამაშებენ, რომლებმაც პირველ სეზონში შეგვაყვარეს თავი: ჰენრი თომასი, კეტრინ პარკერი, ოლივერ ჯეკსონი, ვიქტორია პედრეტი და კეიტ სიგელი.
სერიალის რეჟისორის, მაიკ ფლენეგანის თქმით, პირველი და მეორე სეზონის ისტორიებს ერთმანეთთან კავშირი არ ექნებათ.
რეჟისორმა ისიც განაცხადა, რომ ახალი სეზონი წინასთან შედარებით გაცილებით საშიში იქნება.
კიდევ უფრო საშიში, ნეტავ, რაღა უნდა იყოს?
თუმცა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მხოლოდ სერიალის გამოსვლის შემდეგ შევძლებთ, ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, რომ პრემიერამდე პირველი სეზონი გადავიმეოროთ.
-
გადახედვაწულუკიანი: არ ვიცი, ბატონ ლაშა ბაქრაძეს ახსოვს თუ არა, მაგრამ ის არის ჩვენი თანამშრომელი, შესაბამისად დავიწყეთ დისციპლინური საქმისწარმოება წულუკიანი: არ ვიცი, ბატონ ლაშა ბაქრაძეს ახსოვს თუ არა, მაგრამ ის არის ჩვენი თანამშრომელი, შესაბამისად დავიწყეთ დისციპლინური საქმისწარმოება
-
გადახედვანიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, სიკვდილი შექცევადია ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, სიკვდილი შექცევადია
- ვლადიმერ დელბა: მიმდინარე თვეში ხარჯებს ავანაზღაურებთ, მომავალში ეს ცოტა გართულდება ვლადიმერ დელბა: მიმდინარე თვეში ხარჯებს ავანაზღაურებთ, მომავალში ეს ცოტა გართულდება
-
გადახედვანახეთ: ასტრონავტმა დედამიწის ატმოსფეროში მეტეორის შემოჭრა კოსმოსიდან გადაიღო ნახეთ: ასტრონავტმა დედამიწის ატმოსფეროში მეტეორის შემოჭრა კოსმოსიდან გადაიღო
-
გადახედვასერგეი ლავროვი: თითოეულ მხარეს აქვს თავისი ვალდებულებები, და ჩვენი აფხაზი მეგობრები ამას მშვენივრად ხვდებიან სერგეი ლავროვი: თითოეულ მხარეს აქვს თავისი ვალდებულებები, და ჩვენი აფხაზი მეგობრები ამას მშვენივრად ხვდებიან
-
გადახედვამილერი: ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონის აღსრულება მილერი: ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონის აღსრულება
-
გადახედვაგიგანტურ ასტეროიდთან შეჯახებამ იუპიტერის უდიდესი თანამგზავრი სამუდამოდ შეცვალა გიგანტურ ასტეროიდთან შეჯახებამ იუპიტერის უდიდესი თანამგზავრი სამუდამოდ შეცვალა
-
გადახედვალარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
-
გადახედვანაციონალური მოძრაობა: "ოცნება" ცდილობს, რომ პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენოს ადამიანის ტრაგედია ნაციონალური მოძრაობა: "ოცნება" ცდილობს, რომ პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენოს ადამიანის ტრაგედია
-
გადახედვამსოფლიოს ყველაზე ცნობილი გეი პინგვინი მოკვდა მსოფლიოს ყველაზე ცნობილი გეი პინგვინი მოკვდა
-
გადახედვაპუტინი ამბობს, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ დუროვის მიმართ შერჩევითად იმოქმედა პუტინი ამბობს, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ დუროვის მიმართ შერჩევითად იმოქმედა
-
-
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი: წარმოუდგენელი და მძიმე საყურებელია, ოლიგარქი, მილიარდერი კაცი "დუშკაბინით“ მოძრაობდეს ხალხთან შეხვედრაზე ლევან ხაბეიშვილი: წარმოუდგენელი და მძიმე საყურებელია, ოლიგარქი, მილიარდერი კაცი "დუშკაბინით“ მოძრაობდეს ხალხთან შეხვედრაზე
-
გადახედვაპირველად იყო შეკუმშვა — რა ხდებოდა დიდ აფეთქებამდე პირველად იყო შეკუმშვა — რა ხდებოდა დიდ აფეთქებამდე
-
გადახედვავოლოდიმირ ზელენსკი: რუსი სამხედროები ტყვედ იმიტომ აგვყავს, რომ ჩვენს სამხედროებზე გავცვალოთ, ასეთივე დამოკიდებულებაა ტერიტორიების მიმართ, მათი მიწა არ გვჭირდება ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსი სამხედროები ტყვედ იმიტომ აგვყავს, რომ ჩვენს სამხედროებზე გავცვალოთ, ასეთივე დამოკიდებულებაა ტერიტორიების მიმართ, მათი მიწა არ გვჭირდება
-
გადახედვაპაატა ზაქარეიშვილი: ირაკლი კობახიძის ნათქვამი — 2030 წელს ერთიანი საქართველო, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად შევა ევროკავშირში, აბსოლუტურად ბოდვითი და აბსურდული განცხადებაა პაატა ზაქარეიშვილი: ირაკლი კობახიძის ნათქვამი — 2030 წელს ერთიანი საქართველო, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად შევა ევროკავშირში, აბსოლუტურად ბოდვითი და აბსურდული განცხადებაა
-
-
-
გადახედვაძაღლებს თავიანთი ძველი სათამაშოების სახელები წლების მერეც ახსოვთ — კვლევა ძაღლებს თავიანთი ძველი სათამაშოების სახელები წლების მერეც ახსოვთ — კვლევა
-
გადახედვააფგან მუხთარლის ადვოკატი: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა, რომ აფგან მუხთარლის საქმე რეალურად არ ყოფილიყო გამოძიებული აფგან მუხთარლის ადვოკატი: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა, რომ აფგან მუხთარლის საქმე რეალურად არ ყოფილიყო გამოძიებული
კომენტარები