ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, სიკვდილი შექცევადია
"სიკვდილს 30 წელია ვიკვლევ და შემიძლია ვთქვა, რომ ის შექცევადია".
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც სიკვდილის კვლევითაა დაინტერესებული, აცხადებს, რომ გულის გაჩერება დასასრული არ არის. მისი თქმით, დღეს არსებულ სამედიცინო მიღწევებს აქვს პოტენციალი ადამიანს სიკვდილის მოტყუებაში დაეხმაროს.
The Telegraph-თან ინტერვიუში, სემ პარნია ამტკიცებს, რომ მედიცინას ჯერ ბოლომდე არ აქვს განსაზღვრული თუ რა არის სიკვდილი.
პარნიას თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სიკვდილის შემდეგ ჩვენი ტვინის გამოყენება რამდენიმე დღის შემდეგაც შეიძლება.
ერთ-ერთმა ასეთმა კვლევამ აჩვენა, რომ გულის გაჩერებიდან ერთი საათის შემდეგაც, პაციენტების ნაწილს შემორჩა სიკვდილის მსგავსი შეგრძნების განცდა. ამ პაციენტების ტვინზე დაკვირვება ამავე შედეგებზე უთითებს. აღსანიშნავია, რომ ასეთი შემთხვევების 40%-ს ტვინის აქტივობა ჩვეულ ნორმაში დაუბრუნდა.
საინტერესო კვლევა ჩატარდა იელის უნივეფრსიტეტში, სადაც ღორისთვის თავის მოჭრიდან 14 საათის შემდეგ ტვინის აღდგენა სცადეს. ექსპერიმენტის მონაწილე ექიმმა აღნიშნა, რომ სიკვდილი საბოლოო მდგომარეობა არ არის და ეს უბრალოდ სოციალური ნორმაა, რომელიც საზოგადოებაშია გამჯდარი.
"თუ ამოვიღებთ სოციალურ იარლიყს, რომელიც გვეუბნება, რომ ამით ყველაფერი მთავრდება, ვნახავთ, რომ სიკვდილი ძირითადად ტრავმის პროცესია", — განუცხადა პარნიამ Telegraph-ს.
პარნიამის აზრით, ამ პროცესის შებრუნება შესაძლებელია არა მხოლოდ ექსტრაკორპორალური მემბრანული ჟანგბადის აპარატების (ECMO) გამოყენებით, რომლებიც მოქმედებს როგორც გული და ფილტვები, არამედ სპეციალური მედიკამენტებით. რაც საინტერესოა, ცხოველებზე კვლევებში მსგავსი პრეპარატები უკვე გამოიცადა და ისინი ფუნქციონირებს.
პარნიამი მუშაობს ე.წ. კოქტეილზე, რომელიც შეიცავს ეპინეფრინს, დიაბეტის წამალ მეტფორმინს, C ვიტამინს, ანტიდიურეზულ პრეპარატსა და დაღლილობის საწინააღმდეგო დანამატებს. მთლიანობაში, პარნიამს სწორედ ისეთი მედიკამენტის შემუშავება უნდა, რომელიც ადამიანს გულის გაჩერების შემთხვევაში სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.
52 წლის ექიმი იმდენად დარწმუნებულია თავის მიდგომებში, რომ მას მომავალში მედიკამენტის საკუთარ თავზე გამოცდაც უნდა.
"თუ გულის შეტევა მექნება და ხვალ მოვკვდები, მკვდრად დარჩენას არ ვაპირებ", — უთხრა ექიმმა The Telegraph-ს
კომენტარები